სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჩოგბურთი

23:45 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიზანი მიღწეულია: ქართველი ჩოგბურთელები I ჯგუფში აღზევდნენ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დასახული მიზანი შეასრულა. ქართველმა გოგონებმა ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში ყველა თამაში მოიგეს და საგაისოდ I ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ეგვიპტეს და ბოსნია-ჰერცეგოვინას 3:0 სძლია, სამხრეთ აფრიკა კი 2:1 დაამარცხა.

გადამწყვეტ – ნახევარფინალურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელები ფინეთს დაუპირისპირდნენ და 2:1 იმარჯვეს. მართალია, საწყის შეხვედრაში ოქსანა კალაშნიკოვა (308-ე რეიტინგში) მოულოდნელად ემა ლაინესთან (967-ე) დამარცხდა, თუმცა, სოფო შაფათავამ (მე-200) პიია სუომალაინენის (833-ე) ძლევით (6:2, 6:2) წონასწორობა აღადგინა, წყვილებში კი კალაშნიკოვამ და შაფათავამ ლაინეს და სუომალაინენს 6:4, 6:2 მოუგეს.

ქართველთა წარმატებაში აუცილებლად უნდა აღინიშნოს გუნდის ლიდერის სოფო შაფათავას წვლილი, რომელმაც ოთხ დღეში ერთეულთა და წყვილთა თანრიგში 8 (!) მატჩი ჩაატარა და მათში მხოლოდ 1 სეტი დათმო. მოკლედ, სოფომ ქვეყნის პირველი ჩოგნის სტატუსი ღირსეულად ატარა.

საქართველოსთან ერთად, I ჯგუფში ასპარეზობის უფლება ლიხტენშტეინმაც მოიპოვა, რომელმაც მე-2 ნახევარფინალში ბოსნია-ჰერცეგოვინას 2:0 (წყვილთა მატჩი აღარ ჩატარებულა) სძლია.

ცნობისთვის, საქართველომ და ლიხტენშტეინმა ზედა დონეზე ლუქსემბურგი და სლოვენია ჩაანაცვლეს. ისიც ვთქვათ, რომ საგაისოდ ქართველ ჩოგბურთელებს ისეთი გუნდების კომპანიაში მოუწევთ თამაში, როგორებიც ბელარუსი, უკრაინა, ბელგია, უნგრეთი, ისრაელი, პორტუგალია, ხორვატია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, თურქეთი, ბულგარეთი და ლატვია არიან. მათ ასევე მსოფლიოს II ჯგუფის პლეი ოფიდან დაქვეითებული 2 ნაკრები დაემატება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.116054
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X