შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში თეატრში მიხეილ ყაველაშვილის ფეხბურთის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე ბევრი ცნობადი სახე მოვიდა, დარბაზში დაახლოებით 100 კაცამდე იყო და გარდა ამისა, დერეფანშიც ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. დამსწრეთა შორის იყვნენ ვეტერანი ფეხბურთელებიც, რომლებიც ყაველაშვილთან ერთად თამაშობდნენ – მაგალითად, გიორგი ქინქლაძე, გოგა გახოკიძე, ირაკლი ზოიძე და სხვები.
მოძრაობა “ჩვენი ფეხბურთის” დამფუძნებელმა ყაველაშვილმა წარმოადგინა გეგმა, სახელად “ტალანტების ფაბრიკა”. მან შესავალ სიტყვაში ისაუბრა დავით ყიფიანზე და თქვა, რომ მისთვის ფეხბურთის ცნება სწორედ ყიფიანთან ასოცირდებოდა.
ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ 20 წლის წინ თუ საქართველოში ფეხბურთელთა რაოდენობა 45000 იყო, ახლა 11537-ია, რაც კატასტროფაა. 20002 წლიდან 2012-მდე ფეხბურთელთა რაოდენობა 30 პროცენტით შემცირდა. არ არსებობს მასობრიობა და მცდარია აზრი, თითქოს უმაღლეს ლიგაში გუნდების გაზრდით გადაიჭრება მასობრიობის პრობლემა.
მონიტორზე წარმოდგენილი იყო და თავად ყაველაშვილმაც ისაუბრა გეგმებზე, თუ როგორ აპირებს ფეხბურთის განვითარებას. ყაველაშვილის გუნდის წევრების ნაუბარიც შემოგვთავაზეს: გუბაზ დოლიძემ ბავშვთა ფეხბურთზე ისაუბრა, მამუკა მაჭავარიანმა ეროვნული ჩემპიონატზე, ხოლო გოჩა ჯამარაულმა – ეროვნულ ნაკრებზე.
ჯამარაულმა სინანულით აღნიშნა, რომ ეროვნულ გუნდს არც შედეგი აქვს და ვერც ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებს. გაიხსენა შინ მალტასთან ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოგებული შეხვედრა:
“ოვაციები და დიდი სიხარული იყო ტრიბუნებზე, არადა, არაფერია სასიხარულო, როცა მალტას მხოლოდ ბოლო წუთზე გატანილი გოლით ამარცხებ. სამწუხაროდ, გულშემატკივარი არაა მომთხოვნი და კრიტიკული”.
დოლიძემ ილაპარაკა ბავშვთა ფეხბურთის გაუსაძლის მდგომარეობაზე, რაც არცერთ სხვა ქვეყანაში არ შეხვედრია. ცალკე უხარისხო ხელოვნურსაფარიანი მინდვრები, ცალკე გადასახადების პრობლემა, რის გამოც ბევრი ნიჭიერი ბავსვი ფეხბურთს თავს ანებებს. გამონაკლისი საფეხბურთო სკოლების გარდა, მიმზანმიმართული ვარჯიშების არქონაზე და ასე შემდეგ.
ყველას გადმოგვცეს ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელშიც ასახულია პრობლემების დიაგნოსტიკა – რასია უდიდესი პრობლემები, რაშია ნაკლებად პრობლემატური საკითხები.
იყო საუბარი უნიკალური, ინოვაციური წვრთნის მეთოდოლოგიაზე და მის ტექნოლოგიურ მხარდაჭერაზე. პოტენციური ფეხბურთელების მოზიდვის პროგრამაზე. ასევე, რაც მეტად საყურადღებოა, 300 მწვრთნელის კვალიფიკაციიის ამაღლებაზე, 20 საფეხბურთო სკოლის შექმნაზე და 4 უფასო ელიტარული აკადემიის დაარსებაზე. ეს ყველაფერი თანხებს უკავშირდება, თუმცა ყაველაშვილის თქმით, სულაც არაა ის თანხები, რომელიც აქამდე არ დახარჯულა და ქართულ ფეხბურთში.
ასევე, პროგრამის ნაწილია 7 ფეხბურთელის ასპარეზობა ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში, 25 ფეხბურთელის გამოსვლა საშუალო დონის ევროპულ ლიგებში და 2020 წლიდან ეროვნული ნაკრების დიდ საფეხბურთო ფორუმზე სისტემატური მონაწილეობა.
ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მსაჯებს ჩვენს ქვეყანაში პატივს არ სცემენ და ადამიანად არ თვლიან, როცა შვეიცარიელები, ურს მაიერი და მასიმო ბუსაკა (რომელსაც თავად იცნობს), დაფასებულნი არიან. საუბარი შეეხო 300 კვალიფიციური მსაჯის მომზადებას.
კიდევ ბევრ საკითხს შეეხნენ, თუმცა “მსოფლიო სპორტის” მეშვეობით, გუბაზ დოლიძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გოჩა ჯამარაულის ინტერვიუებში უკვე წაიკითხავდით.
http://worldsport.ge/ge/page/gubaz-dolidze-qartuli-fexburtis-xsna-bavshvta-fexburtis-ganvitarebashia
http://80.241.245.102/ge/page/soflis-masheneblebi
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც გახლდათ მოსული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდი მიშა შენი იმედი მაქვს და იმედია გაიმარჯვებ.მჯერა რომ ფეხბურთს მართლა წინ წაწევ და ეს ძალიან მალე დაეტყობა საქართველოს ღმერთი შენსკენ!
ისე წაგვაკითხეთ რა დაწერეს ასეთი, საჭირო თანხების მოძიებას როგორ აპირებს? თუ ისევ ბიუჯეტის იმედად არიან, ეს ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთის კეთილდღეობაზე კი არ ზრუნავენ არამედ საკუთარ ჯიბეზე!!! ცუდი ისაა, რომ მინისტრი ლობირებს
ძალიან კარგია,რომ დადო ყაველაშვილმა ეს სტრატეგია ფეხბურთის განვითარების.სხვებმაც თავიანთი ხედვები უნდა წარმოადგინონ.გულშემატკივარებმა უნდა გაიგოს ვინ რის გაკეთებას აპირებს,რომ შეაფასოს და მხარი დაუჭიროს,მაგრამ მთავარია იმ ხალხმა შეაფასოს და საზოგადოებას აუხსნას თუ რა კრიტერიუმით მისცემს ხმას პრეზიდენტის არჩევისას ამათუ იმ კანდიდატს.ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვთ მათ ხელშია ქაღთული ფეხბურთის მომავალი და ეს ხალხი უნდა გამოვიდნენ დაელაპარაკონ გულშემატკივარს და იმის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება.მათ უნდა ქონდეთ პასუხისმგებლობა გულშემატკივართან და არა ფედერაციის ახლანდელ ჩინოსნებთან
ყველას გადმოგვცეს ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელშიც ასახულია პრობლემების დიაგნოსტიკა
აი ეს პროგრამა ჩვენც რომ გაგვაცნოთ არ იქნებოდა ურიგო, ატვირთეთ სადმე ფაილი და დადეთ ლინკი, ან რავიცი, როგორმე. მაგის გარეშე ამ სტატიაში მოცემული ინფორმაცია არაფრისმთქმელია, გავიგეთ, რომ განახეს პრეზენტაცია, მერე? ჩვენ არ გვინდა?
რა გავიგოთ რა ეწერა მანდ, ჩვენც გვანახეთ, ნახოს ხალხმა რას აპირებენ
მიდი მიშა შენ გენაცვალე,შენი იმედი მაქვს და ვიცი რომ გავიმარჯვებ!!!
სულით და გულით მინდოდა მეც მანდ მოსვლა,მაგრამ სამწუხაროდ ეს სამსახური...
MIDI YAVELA,KOBI GAMOCDI DROA UKVE GAMOCHENIS MOVISHOROT ES PEXBURTIS MGNELEBI,,ARVELACEEBI SIJINAVA YIPIANI
რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, რომ ვუყურებ კინო ფილმი "ცისფერი მთები" მახსენდება...გვეშველა ბატონებო, რაც მთავარია პროგრამა ხომ გვაქვს!!!!
100-იანი ხარ
მარტო ლაპარაკი
რაღაცნაირად მჯერა ამ კაცის და რა ვქნა
“ოვაციები და დიდი სიხარული იყო ტრიბუნებზე, არადა, არაფერია სასიხარულო, როცა მალტას მხოლოდ ბოლო წუთზე გატანილი გოლით ამარცხებ. სამწუხაროდ, გულშემატკივარი არაა მომთხოვნი და კრიტიკული”.ვინ უსმენს მაყურებელს? მანდამაინც აქციები უნდა მოეწყოს და გაიძუვნოს მთელი კამანდა? რამდენი ხანია ვითხოვთ ერთ უბრალო სპორტულ არხს და არავინ არ იბერტყავს ყურს!!!
კი მარა ეგეც მართალია, სტადიონიდან რომ გამოვდიოდი მესმოდა ხალხი ყვიროდა ხო შევუსრულეთ, ხო ჩავუდეთ, მართლა აჟიტირებულები იყვნენ.
რეზო არველაძე თუ არ ჩამოშორდა ფეხბურთს, არც1 წესიერი პროგრამა არ იმუშავებს.
რას ამბობ კაცოოოო,არველაძე სიკვდილამდე იქ უნდა იდოს და სიკვდილის მერე მუმიას გააკეთებენ მისგან და მაინც იქ დარჩება



სწორედ მაგიტომ არის რომ მუმიები უფრო სწრაფად ირბენენ ალბათ ვიდრე ჩვენი ნაკრები.
მთავარი ფულია...ფული მომეცით და ..
რატომ 7 ფეხბურთელი ტოპ-ჩემპიონატებში და არა 10-15?სპორტია და ზუსტი მათემატიკური გათვლა?
ამ ყველაფერში ერთი რამ არის მთავარი. რეზიიიიიი არველაძეეე არ გაურიონ ამ პროგრამას თორემ ჩაილურის წყალს დალევს . !!! რეზი არველაძის გარეშე მანახეთ ფეხბურთის ფედერაციააა. ფიდელ კასტროააა
პროგრამა ცუდი არაა, მთავარია ფინანსებს საიდან მოიზიდავს. მთავარი მაინც ამ პროექტის შესანახი თანხაა რომელზეც აქ არ თქმულა თუ როგორ უნდა მოიძიოს. ამიტომაა სახელისუფლებო კანდიდატი საუკეთესო ვარიანტი, რომელიც აუცილებლად პროფესიონალი უნდა იყოს ამ საქმის.
ეე თავიდან ყველასი მჯერა მარა მერე რა ჯანდაბა ემართებათ D
ისე კაი იქნება ახალ პრეზიდენტს პროგრამაში ტელევიზიის გაკეთებაც თუ ექნება. ნუ გასაგებია ეს პრეზიდენტს არ ევალება, მაგრამ ისეთი "ძვირფასი" ტელევიზიები გვაქვს, რომ თუ არ აიძულა და რაღაცით არ დააძალე ისე თავიანთი ნებით არ აკეთებენ. საზ მაუს ხო რეიტინგი არ აქვს და ნუ ეგ ტელევიზია კრიტიკას ვეღარ უძლებს, მაესტრო რას იზამს ვერ გაიგებ რა მაგ არხს თურქული სერიალი ტვ უნდა ერქვას და რუსთავი 2-ზე ხო სულ შოუებია რა
ყველა თავიდან ეგრეხართ რა, ბოლოს რახტება არც არაფერი..მარტო სიტყვების რახა-რუხი..DDDD
20 წლის წინ თუ საქართველოში ფეხბურთელთა რაოდენობა 45000 იყო, ახლა 11537-ია, რაც კატასტროფაა. მართლაც, რომ კატასტროფაა გამოდის, რომ წესიერი კონკურენცია, არც არსებობს
მომწონს ეს კაცი და გამიხარდება ეს თუ გახდება პრეზიდენტი. ამის და კვარაცხელიას პრეზიდენტობა იქნება კარგი