ფეხბურთი

21:12 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" დანიელე რუგანის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ დანიელე რუგანის, რომელსაც კონტრაქტი 30 ივნისს ეწურებოდა, ახალი ხელშეკრულება გაუფორმა.

29 წლის ფეხბურთელი „ბებერ ქალბატონში“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

რუგანი „იუვენტუსმა“ 2012 წელს აკადემიაში დაიმატა, შემდეგ ის იჯარით „ემპოლიში“ თამაშობდა, ხოლო ტურინულ გრანდს 2015 წელს დაუბრუნდა და დღემდე 147 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. 2020-2021 წლების სეზონში რუგანი „რენსა“ და „კალიარიში“ იყო განათხოვრებული.

აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსმა“ დღესვე ანდრეა კამბიაზოსთან კონტრაქტის 2029 წლამდე განახლების შესახებ გამოაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144641