ფეხბურთი

19:12 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ანდრეა კამბიაზოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა კამბიაზოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, რომლის თანახმად ნიჭიერი მცველი კლუბში 2029 წლის ზაფხულამდე დარჩება.

კამბიაზოს ხელფასიც მოუმატეს, სეზონში დაახლოებით 2.5 მილიონ ევრომდე. ანდრეა კამბიაზომ მიმდინარე სეზონში ტურინული გრანდის მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ხოლო 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

კამბიაზომ შესანიშნავი სეზონით იტალიის ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა და ევრო 2024-ზე უნდა ითამაშოს.

„იუვენტუსამდე“ ის „ჯენოას“ და „ბოლონიას“ შემადგენლობაში თამაშობდა. კამბიაზო გამორჩეულია უნივერსალური თვისებებით და შეუძლია, როგორც დაცვის ორივე ფლანგზე თამაში, ასევე ნახევარდაცვის ცენტრში მოქმედებაც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120217