საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში უკრაინას 88:83 მოუგო და მატჩის შემდეგ ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა.
„პირველ რიგში მადლობა ყველა ადამიანს, რომელიც აქ მოვიდა ამ რთულ მომენტში, როცა პანდემიაა. შესანიშნავი თამაში იყო და ფანებმა გამარჯვებით ისიამოვნეს. ჩემმა კალათბურთელმა ძალიან კარგად ითამაშეს. თორნიკემ გუშინაც ითამაშა და ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება მოუწია. ბურჯანაძემ, შერმადინმა დიდი სამუშაო გასწიეს. ბევრი მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ ყველა ბოლომდე დაიხარჯა და ზოგმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ველოდით. ახლა მომდევნო ვიქნებით კონცენტრირებული, ეს გრძელი გზაა, მარათონული შეჯიბრი და ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ.
რა თქმა უნდა, როცა საუკეთესო კალათბურთელები ჩამოდიან ნაკრებში, გუნდს დიდ ბიძგს აძლევენ, რადგან ბევრ კალათბურთელს არ აქვს მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება და საუკეთესო მოთამაშეები მათ ეხმარებიან, დიდ მუხტს იღებენ. უკრაინის ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ და მომავალ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა ზუროსმა.
შეგახსენებთ, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს ესპანეთს ესტუმრება, იმავე დღეს კი უკრაინა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ჯგუფიდან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი გუნდი გავა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია ჩვენი ლიდერები, მაგრამ ძირითადად მაკფადენის ხარჯზე ვიგებთ,ძალიან ვართ მის სროლებზე დამოკიდებული.... სასწრაფოდ კიდევ 1 მაინც გვინდა სროლებში ცოტა ევროპული დონის, საშუალოშიც გვიჭირს და 3 ხომ საერთოდ, არ დაიწყოთ ახლა ბურჯანაძე, სანაძე, ბაქრაძე და ხომ კიდევ ბერიშვილი, ასეთი სიზუსტით საქართველოში ბევრს ნახავთ ცოტა რომ გაავარჯიშოთ, ჩემი შვილი სპორტში არ არის და 10 დან მინიმუმ 5 მაინც აგდებს, ადრეც 80 წლებიდან ერთი დარსაძე გამოირჩეოდა შორიდან ჩაგდებებში და ისიც არა საკავშირო მაშტაბით, სულ გვიჭირდა საშუალო სროლებში, ძირითადად დერიუგინი გვქაჩავდა... ახალ შენგელია შერმადინი, ლამის ინფარქტი მივიღე, წესით ასე ძალიან არ უნდა გაგვჭირებოდა, ე.ი. ცოტა ილუზიაში ვიყავი, ევროპაზე ასე ძალიან გაგვიჭირდებამ მოსამატაბელი აქვთ ბიჭებს, მარტო 3 კაცით ვერ მოიგებს,,,, წინ საქართველო.....
იმედია შენგელია მალე დატოვებს იმ საღორეს და გადავა მადრიდის რეალში, სადაც მისი ნამდვილი ადგილია
არავის სიამოვნებს თოკო ცსკაში, მარა რეალმა ან სხვა გრანდმა ეჭვი მეპარება ისეთ კონტრაქტი დაუდოს, რომ შესარჩევებში ნაკრებში გამოუშვან.
ესპანეთთანაც შეიძლება თამაში მაღალ დონეზე! შენგელია და შერმადინის კარგი ფორმა ძალიან დამაიმედებელია... მაგრამ მაინც ესპანეთია
ჩვენი ჩემპიონატი არის ნული! ლეგიონერების გარეშე, აჰა სომხეთს და აზერბაიჯანს მოვუგოთ! ასე დიდი წარმატებების მიღწევა ძნელია
შენგელიამ და შერმადინმა მოიგეს ეს თამაში! ცოტა გაგვიმართლა, უკრაინა უკეთეს კალათბურთს თამაშობდა და რომ მოეგო არც იქნებოდა გასაკვირი!
აბა ილო ძია, იქნებ ესპანეთშიც ...
მარტო კალათბურთში თუ შეგვიძლია ეს.
თან ჩვენი ოთხივე ლიდერი იმათ კალათბურთს მაგრადაა გაშინაურებული.