საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაიწყო და თბილისში უკრაინის ნაკრები 88:83 დაამარცხა VIDEO.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლოსკენ გაირკვა. პირველ პერიოდში შეუდარებელი იყო თად მაკფადენი, რომელიც სამქულიანებით ილიას ზუროსის გუნდმა წინ გასვლა მოახერხა - 28:24. თუმცა, მეორე მეოთხედი უკრაინელთა უპირატესობით წარიმართა, რაც თორნიკე შენგელიას ტრავმამაც განაპირობა, რომელიც თამაშს დროებით გამოეთიშა, მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნება შეძლო.
საქართველოს ნაკრები ბოლო, გადამწყვეტი პერიოდის წინ უკრაინა ორქულიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გარდამტეხი მომენტი ქართველმა კალათბურთელებმა კარგად ჩაატარეს, როგორც შეტევაში, ისე - დაცვაში.
საქართველოს ნაკრებს თად მაკფადენმა 27 ქულით და 9 პასით ულიდერა, გიორგი შერმადინმა 23 ქულა და 4 პასი დააგროვა, ხოლო თორნიკე შენგელია, რომელმაც ბოლო პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გაიბრწყინა, საკუთარ გუნდს 16 ქულით და 13(!) მოხსნით შეეწია. ქართველ კალათბურთელთაგან 10-ქულიან ზღვარს ბექა ბურჯანაძეც გადასცდა (11 ქულა).
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო, მომდევნო შეხვედრას კი 29 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. აქვე გეტყვით, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფიდან სამი საუკეთესო გუნდი გავა. საქართველოს ნაკრების მეტოქე უკრაინისა და ესპანეთის გარდა, ამ ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებია.
საქართველო - უკრაინა 88:83 (28:24, 17:22, 19:20, 24:17)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Fდსფჰჯჯჯ
ვითომ ?! რა ვქნა, მომკალი და მე მაინც პირიქით მგონია ...
აბა რაა ყოჩაღ ბიჭებო მაქფადენმა დაგლიჯა
მოგება კარგია, მარა თუ ამ ჩვენს ე.წ სუპერ ლიგას არ მიეხედა და ერთი მანც საკლუბო გუნდი სტაბილურად არ ვათამაშეთ ევრო ტურნირზე შორს ვერ წავალთ.
ყოჩაღ ბიჭებს, განსაკუთრებით შენგელიას. ურთულესი გუშინდელი მატჩის შემდეგ, ყოველგვარი შესვენების გარეშე დღეს პირდაპირ ნაკრებზე გადმოერთო და ნაკრებს ულიდერა, მის გარეშე ამ თამაშს ვერ მოვიგებდით.
კითხვა საიტის
ადმინისტრაციას, რუსეთის დროშა რატოა ჩემს პროფილზე? არ ვარ რუსეთში და არც ვყოფილვარ 1990-ის შემდეგ...
სად ხარ, შესაძლოა ინტერნეტ პროვაიდერი რუსეთიდან გაწვდის ინტერნეტს და რუსული აიპი გაქვს. თუ რომელიმე პატარა პროვაიდერის ინტერნეტი გაქვს, სავარაუდოდ ეგაა
გასაგებია, მადლობა. სამსახურში ვიყავი და რამდენჯერაც იქედან დავწერე , სულ რუსეთის დროშა გამოჩნდა და ვერ ვხვდებოდი რატომ..
whatismyip.com შედი და დაგიწერს რომელი ქვეყნის აიპი გაქვს და პროვაიდერი ვინაა
ჭკვიანი მწვრთნელია ზუროსი, ბრავო...99% გავალთ ჩვენ, ესპანეთი, უკრაინა მეორე, მთავარ ეტაპზე( სადაც ქულები გადადის, ოღონდ არა მაკედონიასთან)..
ანუ, უკვე იმ ეტაპზე გვაქვს ერთი მოგება