სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:12 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანჩო: "ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ინგლისის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "დორტმუნდის" ყოფილი ფეხბურთელის ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაოფიციალურდა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა და განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა მისთვის დიდი პატივია.

"აქ გადმოსვლა ჩემთვის პატივია. "მანჩესტერ იუნაიტედი" მზარდი კლუბია, რომელმაც ბევრი ტიტული მოიგო და ბევრ წამყვან ფეხურთელს უთამაშია აქ. ასე, რომ ამ გუნდის მაისურის მოედანზე გასვლა, ჩემთვის ბედნიერება იქნება. "დორტმუნდში" თამაშის პერიოდში ყველა ჭორს ვბლოკავდი და კონცენტრირებული ვიყავი ჩემ თავსა და გუნდზე. ევროპის ჩემპიონატზე ჩემსა და "იუნაიტედზე" საუბარი კიდევ უფრო ხშირად მიდიოდა და საბოლოოდ აქ აღმოვჩნდი."

ინგლისელი ფეხბურთელი "დორტმუნდში" ახალგაზრდა გადავიდა, თუმცა მანჩესტერი მისთვის მშობლიური ქალაქია და ადაპტაცია არ გაუჭირდება. სანჩომ ასევე აღნიშნა, რომ მანჩეტერში დაბრუნებით მის ოჯახთან უფრო ახლოს იქნება.

"რა თქმა უნდა აქაურობას იოლად ავუღებ ალღოს. მანჩესტერს კარგად ვიცნობ. ოთხი წლის შემდეგ აქ დაბრუნება კარგია. ჩემ ოჯახს ამჯერად შეუძლია მოვიდეს სტადიონზე და უყუროს ჩემ თამაშს. სასიამოვნოა, რომ მათთან ასე ახლოს ვიქნები."

ჯეიდონის კარიერაში "დორტმუნდი" და ბუნდესლიგა დიდი ტრამპლინი აღმოჩნდა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ "დორტმუნდში" თამაშის პერიოდში როგორც პიროვნულად, ისე მოთამაშედ ჩამოყალიბდა და ყოფილი თანაგუნდელების წვლილი ძალიან დიდია.

"გერმანული გუნდი დამეხმარა გავზრდილიყავი, როგორც მოთამაშე და მიმეღო ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება. ვგრძნობ, რომ მაღალი დონის თამაშებს თავი კარგად გავართვი და ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ. ასევე, "დორტმუნდი" დამეხმარა პიროვნულ ჩამოყალიბებაში, ჩემი თანაგუნდელები მხარში მედგნენ და ფოკუსირებაში მეხმარებოდნენ."

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდული გუნდია და ბოლო წლების განმავლობაში პროგრესს განიცდის. სანჩოს განცხადებით, მას სურს გუნდის განვითარებაში მიიროს მონაწილეობა და მზადაა გამოცდილი ფეხბურთელებისგან ბევრი რამ ისწავლოს.

"ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ გადმოვედი აქ იყო გუნდის ბოლო წლების პროგრესი და მინდოდა ამ განვითარების მონაწილე ვყოფილიყავი. "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი კლუბია და აქ მოსვლით ოცნება ამიხდა. დარწმუნებული ვარ ჩემი ოჯახი ამ ნაბიჯის გადადგმით ამაყია. გამოცდილ ფეხბურთელებს (პოლ პოგბა, ბრუნუ ფერნანდეში, ედინსონ კავანი) დიდი გამოცდილება აქვთ მნიშვნელოვანი მატჩებში თამაშის და მათგან სწავლა სასიამოვნო იქნება.

სანჩო "მანჩესტერ იუნაიტედში" 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ჯეიდონმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სანჩო "უიტფორდის" აკადემიაში ვარჯიშობდა და 2015 წელს "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა. ერთიწ ლის შემდეგ სანჩო "ქალაქელების" 18-წლამდელთა გუნდში გადაიყვანეს, ხოლო 2017 წელს "სიტიმ" ფეხბურთელი "დორტმუნდში" 7.84 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაუშვა. ოტხ სეზონში სანჩომ გერმანული გუნდის მაისურით 137 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 50 გოლი და 64 საგოლე გადაცემა შეასრულა. ინგლისელი 2020 წელს გერმანიის სუპერთასის გამარჯვებული გახდა, ხოლო გასულ სეზონში გერმანიის თასი მოიგო. სანჩოს ამჟამინდელი სატრანსფერი ღირებულება 100 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.069637
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X