საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ფინეთის ნაკრებთან (91:85) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ბერძენმა სპეციალისტმა განაცხადა, საქართველოსთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„პირველ რიგში ვულოცავ ჩემს გუნდს და სტაფს გამარჯვებას. მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს. ჩევნ ძალიან პერიოდში ვართ კორონავირუსის გამო და გულშემატკივრების გარეშე გვიწევს თამაში, რაც არ ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელიც მოგვწონს. ამ მომენტში მთავარი ყველა ადამიანის ჯანმრთელობაა. ფინეთის ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა. ჩვენ უკვე ევრობასკეტისთვის ვემზადებით და მიხარია, რომ ახალგაზრდებმა ძალიან კარგად ითამაშეს. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება და ახლა მომდევნო თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ. მხოლოდ ორი-ორდღენახევარი გვქონდა ამ თამაშისთვის მოსამზადებლად და ბიჭებმა მებძროლი სული გამოავლინეს. შვეიცარიასთან მატჩი? ადვილი თამაში არ არსებობს. უნდა ვნახოთ ის მატჩიც, რომელიც დღეს სერბეთთან მოიგეს. შვეიცარიის ნაკრები კონკურენტუნარიანი მეტოქეა, სამქულიანებს კარგად ისვრიან“, - თქვა ზუროსმა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფს 3 გამარჯვებით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 30 სექტემბერს, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასეთი არჩევანი ჯერ არ გვქონია: ცენტრზე შერმა, ბითაძე და ტურძილაძე; 4ზე - თოკო, მამუკელაშვილი და ბურჯანაძე; 3 ზე - დუდა, ბერიშვილი და ფევაძე, კორსანტია; 2ზე - მაკფადენი, ლობჟანიძე; გამთამაშებელი - ბუ, ანდრონიკაშვილი და ბაქრაძე. პოზიციებზე არ ვიდავოთ, დუდას შეუძლია 2ზე, კორსანტიას 4ზე, თადს 1ზე და ა.შ.
შერმადინი - ბითაძე
შენგელია - სანაძე - ბურჯანაძე - მამუკელაშვილი - ფევაძე - ბოქოლიშვილი
ცინცაძე - მაკფდენი - ბერიშვილი - ბაქრაძე
პ.ს. რას შეცვლიდით ?
ბოქოლიშვილის ნაცვლად კორსანტია. პერსპექტივისთვის 29 წლის ბაქრაძის მაგივრად ანდრონიკაშვილი. ნაკრებთან ერთად უნდა იყვნენ და გაიზარდონ ზუროსთან ტურძილაძე და ლობჟანიძე
თოკო ჰქონდა შეცდომები, თუმცა ეს იმით აისხნება, რომ როგორც გუნდის ლიდერი თამაშს საკუთარ თავზე იღებდა როდესაც ნაკრებს შეტევაში უჭირდა. ასეც იყო საჭირო, რომ ნაკრების გამოუცდელი ბიჭები სასროლ პოზიციაში გაეყვანა რა დროსაც მასზე რამოდენიმე მოწინააღმდეგე გადმოიდიოდა. დარწმუნებული ვარ როდესაც სრული შემადგენლობით შევიკრიბებით სხვებისთვის - (ბურჯანაძე, ბითაძე, სანაძე, ცინცაძე, მამუკელაშვილი) ამის გაკეთება საჭირო არც იქნება.
თან რეალთან თამაშის მერე იმ საღამოსვე გამოფრინდა და 10 საათი იყო გზაში და დაღლილობაც იყო ფაქტორი!!!
მადლობა ილიას ზუროსს და თითოეულ კალათბურთელს ამ გამარჯვებისთვის, მართლაც რომ ვისიამოვნე. გამაოცეს ბაქრაძემ და ფევაძემ, სხვებმაც კარგად აუბეს მხარი და ყოჩაღ ზუროსს, რომ შიდა ჩემპიონატის მოთამაშეებს ასეთი კარგი შანსი მისცა, დაუფასეს ბიჭებმა. ფაქტია, რომ ამ თამაშებში რამდენიმე ახალი სახე გამოიკვეთება, რომლებზე დაყრდნობაც შესაძლებელი იქნება მომავალში. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ დებიუტის ფონზე არა თუ არ ნერვიულობდნენ, აგრესიულად, თავდაჯერებით და კარგი გაგებით თავხედურად ითამაშეს და ამან განაპირობა კიდეც ჩვენი მოგება. ცოტა თოკო ვერ იყო რიგ ეპიზოდებში მოწოდების სიმაღლეზე, ბევრჯერ გაიჭედა და უაზროდ დაკარგა ბურთი, მაგრამ თოკო მაინც თოკოა და ეს ბევრჯერ დაამტკიცა გუშინდელ მატჩში. აი, შერმინატორი კი ძალიან მაგარია, ბოლო წლებში მაგრად გაიხსნა გიო და უდავოდ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია. წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!
ზუროსი ძალიან მაგარი მწვრთელია და რაც მთავარია საოცრად მოერგო ქართულ ხასიათს,გილოცავთ!
გილოცავთ!!! ძალიან მაგარია!! კალათბურთი ჩვენი თამაშია!!
მაქფადენი
ფევაძე
ბაქრაძე
ბოქოლიშვილი
შერმადინი
შენგელია
კორსანტია
ლონდარიძე პირსახოცით?