ფეხბურთი

20:45 | 8.08.2019 | ნანახია 2050 - ჯერ

უეფამ "დინამო" დასაჯა და "ფეიენოორდს" უმაყურებლოდ უმასპინძლებს

უეფას ვებგვერდი მოულოდნელ და ჩვენთვის მეტად ცუდ ინფორმაციას ავრცელებს - „დინამოსა“ და „ფეიენოორდის“ მატჩი თბილისში უმაყურებლოდ ჩატარდება.

„დინამო“ – „გაბალას“ მატჩზე გულშემატკივრების მიერ გამოფენილი რასისტული შინაარსის ბანერის გამო უეფამ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

გარდა ამისა, „დინამოს“ ფინანსური სანქციაც დაეკისრა 50 ათასი ევროს ოდენობით. „ფეიენოორდმა“ კი თბილისურ მატჩზე ბილეთების გაყიდვა შეაჩერა და იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები, ზარალს აუნაზღაურებს.

შეგახსენებთ, „დინამო“ – „ფეიენოორდს“ ერთ კვირაში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. იქამდე კი, დღეს, 21:30 საათზე სტუმრად დაუპირისპირდება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:26 | 09.08.2019
ogafa (10220)

რა სისულელეა

01:38 | 09.08.2019
dinamo222 (8587)

და იმ ბანერის ფოტო სადაა ? მე ეჭვი მაქვს რომ იმ ნაბ...სააკიან-ხაბაზი-თანდარაშვილის ვითომ "ქომაგების " ნამოქმედარია ეგეც @@

20:47 | 08.08.2019
dubligi (1492)

აი უნდა დაიჭირო ეხლა ეგ გულშემატკივარი და კარგად .....ეეეე

20:46 | 08.08.2019
dubligi (1492)

???????????????///////

0.074803