საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადება უკვე დაიწყო. ნაკრები თავდაპირველად 18 კალათბურთელით შეიკრიბა, ხოლო ლეგიონერთა ნაწილი – გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან.
ოფიციალურ მატჩებამდე საქართველო 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, პრაღაში ჩეხეთის ნაკრებს 22 და 23 ივნისს დაუპირისპირდება.
ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე სიახლეა. მაიკლ დიქსონმა გუნდი დატოვა, რომელსაც კონტრაქტი ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში ამოეწურა, მაგრამ აქამდე თამაშობდა ნაკრებში. მას ტად მაკფადენი შეცვლის. გარდა ამისა, ეროვნულ გუნდში სამი დებიუტანტია: სანდრო მამუკელაშვილი, 17 წლის რატი ანდრონიკაშვილი და 19 ლუკა ბულაშვილი.
დღეს, ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართა:
“ყველაფერ კარგს გასასრული აქვს, დიქსონის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მას კონტრაქტი ჯერ კიდევ გასულ წელს ამოეწურა, მაგრამ აქამდე დაგვეხმარა, ახლა კი, მისი დაყოლიება ვერ მოხერხდა. ამერიკელ კალათბურთელებს, რომლებიც მაღალი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ, არ აინტერესებთ ევროპული პასპორტი და მხოლოდ ისეთი მოთამაშეები თანხმდებიან, რომლებიც მაგალითად ესპანეთის მესამე ლიგაში გამოდიან. დიდი სამუშაო გავწიეთ, რომ დიქსონის შემცვლელი გვეპოვნა და დაგვეთანხმებინა, რადგან ეს ადვილი არაა.
მაკფადენსა და დიქსონს ვერ შევადარებ, ეს არ იქნება სწორი. ტადუსის დადებითი მხარე ისაა, რომ უბრალოდ კარგი კალათბურთელია. საუბარი და მითითება ადვილია, მაგრამ შესრულება – ძნელი. ჩვენ ერთ გუნდი ვართ, არამარტო ჩვენ, თქვენ ჟურნალისტები, გულშემატკივრები, ჩვენ ერთად ვქმნით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
გიორგი შერმადინი ნაკრებში იქნება, თორნიკე შენგელია ჯერ ვერ, რადგან ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში თამაშობს. არ აქვს მნიშვნელობა ჩეხეთი როგორი გუნდია, ჩვენ ახალგაზრდების გამოცდა გვსურს. მანუჩარ მარკოიშვილიც მოგვიანებით შემოგვიერთდება, ისევე, როგორც შენგელია. ახალი თაობით უნდა შედგეს ეროვნული ნაკრები, რადგან ეს ახალი სისხლია. დასკვნითი შემადგნელობა თამაშამდე დასახელდება, ახლა ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლი კონსულტციებს.
სანაძე და ცინცაძე? – ტრავმებისგან და ზოგადად ყველაფრისგან დაზღვეული არ ვართ, თუმცა გვყავს შემცვლელები, თუნდაც მერაბ ბოქოლიშვილი, ეს იმ შემთხვევაში თუ ტრავმები თავს ისევ იჩენენ. მაგრამ, მჯერა, რომ ასე არ მოხდება და ნაკრებს დაეხმარებიან. აქ მთავარია მათი მონდომება, რადგან ტრავმების შემდეგ მაინც სცდილობენ, რომ გუნდს დაეხმარონ. უნდა გვეამაყებოდეს ნაკრების თითოეული წევრი, რადგან ძალიან გადატვირთული სეზონის შემდეგ ნაკრებში სათამაშოდ ჩამოდიან, მაგალითად შენგელია და შერმადინი”, - განაცხადა ზუროსმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 29 ივნისს, სერბეთს, ხოლო 2 ივლისს ავსტრიას უმასპინძლებს. მანამდე კი, როგორც უკვე გითხარით, მოსამზადებელ ეტაპს გაივლის და ჩეხეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
- საქართველოში რომ ჩამოვედი, გავიხედე და ვთქვი: Mან, თჰის ის ა ბეაუტიფულ ცოუნტრყ! ლამაზი ქვეყანაა, აუცილებლად გავალ თბილისის დასათვალიერებლად. ჩემს მეგობარ გოგონასაც უყვარს მოგზაურობა და რომ ჩამოვა, თავისუფალ დროს ქვეყნის გაცნობისთვის გამოვიყენებ.
სიმონიშვილის გადაქართულებული "ინგლისური" ლელოში
lashas mama
ახალგაზრდებს მიეცით მეტი შანსი. ანატოლი ბოისა, ილია ლონდარიძე, რევაზ როგავა, ნოდარ გოგოძე. უნდა გაასვენონ მაინდამაინც მოედნიდან???
და ნაკრებში ნოდარ გოგოძე როდის ნახე რომ იძახი მაინცდამაინც მოედნიდან უნდა გაასვენონო?
ახალგაზრდებს მიეცით მეტი შანსი. ანატოლი ბოისა, ილია ლონდარიძე, რევაზ როგავა, ნოდარ გოგოძე. უნდა გაასვენონ მაინდამაინც მოედნიდან??? იმ ბავშვების სკამზე ჯდომა ბევრად მეტ შედეგს მოუტანს საქართველოს კალათბურთს ვიდრე ამ ხალხის. ძაან მაგარი თაობაა და ამათ მიაღებინეთ მეტი გამოცდილება. პარაკლისი უნდა გადაუხადოთ ბოისას და დანარჩენებს რო წავიდნენ? ცოტა ძაან სირცხვილია. ))))
ვინ ხარ შენ ლაშას მამა ასე რომ ლაპარაკობ როგავაძე, გოგოძეზე.არ გრცხვენია თუ კაცი ხარ საერთოდ? ჯერ ერთი როგავაც და გოგოძეც 23წლისაა, მეორე იმ ახალგაზრდებზე მეტი გამოცდილება აქვთ.იმ ბავშვებზე ცუდი არ მინდა ვთქვა, ახალგაზრდები არიან და ღმერთმა გაუმარჯოთ. შენ გეტყობა კალათბურთი მუსიკის გაკვეთილი გგონია. ის ახალგაზრდები სკამზე კი არ უნდა ისხდნენ, როგორც შენ გესმის არამედ თავის ასაკში უნდა ითამაშონ და იქ დაღვარონ ოფლი.ისე რომ იცოდე არც როგავა და არც გოგოძე შეკრებაზე არ მივიდნენ შენისთანა არაკაცების გამო. ახლა შენ გეტყვი, შე ახვარო დაწერე ან ტელეფონი ან ვინ ხარ, ვნახოთ ერთმანეთი. მე ამ ბიჭების ახლობელი ვარ მეორეჯერ ასეთი რამ არ დაწერო შე არაკაცო თორემ შენ გასვენებას ზემოდან გაყურებინებ, ახვარო.
ზაზა იყო დიდი კაპიტანი და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.. ზაზა რომ ჩამოვიდეს ბითაძეს აღარ მოუწევს თამაში რომელსაც ძალიან ჭირდება ეს გამოცდილება
სწორია ზუროსი როცა ამბობს რომ ახალგაზრდების დრო მოვიდაო მამუკელაშვილი-ბითაძე უნდა შეეჩვიონ ნაკრებს და 4-5 ნომრის პოზიციაზე შეთამაშდნენ ! )))))
)
ასევე ანდრონიკაშვილი მიუხედავად იმისა რომ 17 წლის არის გარკვეული დრო უნდა მიეცეს სხვა დონის პროგრესზე რომ გავიდეს
მერე ცოტა ითამაშოს და იმასაც დრო ექნება
)))))) აუცილებელი კი არაა 40 წუთი იდგეს
შერმადინი არის ნაკრებში ასე რომ შერმადინთან ისედაც მოუწევს დროის განაწილება
ხოო შერმო დამავიწყდა
გაიხარე ძმაო! აბსოლუტურად გეთანხმები და ვუერთდები შენს თხოვნას.
Mr. big Z - ერთ-ერთ ზაფხულს, როდესაც სოფელში ვისვენებდი, რადიოში დიტო მარინაშვილმა თავისი სპეციფიური ხმით გამოაცხადა: საქართველოს ნაკრები ამხანაგურად გაეჯიბრა რუსეთის ეროვნულ გუნდს იტალიაში და გამარჯვება ჩვენს გუნდს დარჩა. გუნდს ულიდერა 17 წლის ზაზა ფაჩულიამ რომელმაც "ამდენი" ქულა და მოხსნა მიითვალა. უზომოდ გამიხარდა ის გამარჯვება მე და მთელს ერს.. არავინ ელოდა რუსეთის ძლიერ გუნდს, ჯერ კიდევ ბ დივიზიონის ბინადარი თუნდაც ამხანაგურ მატჩში თუ დაამარცხებდა. ავსტრიასთან გასვლითი მატჩიც მახსოვს ბ დივიზიონში: საქართველო უიმედოდ მარცხდებოდა და ბოლო პერიოდი მიმდინარეობდა.. შენი სახე არასდროს დამავიწყდება რომელიც მწვრთნელის არასწორმა გადაწყვეტილებამ შეგიცვალა და ისეთი თავგანწირვით განაგრძე, მარტომ მოუგე ავსტრიას ის თამაში. მაშინ არავინ იცოდა რომ შენ დღეს big Z-თი მოგმართავდნენ. თუმცა შენ შეძელი ეს და დღეს მთელი მსოფლიო გაღიარებს შენ როგორც დიდ კალათბურთელს.. დღეს შენ ძალიან ჭირდები ნაკრებს, იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე, რადგან გვაქვს საშიშროება დავუბრუნდეთ "ბ დივიზიონს" და თუ ეს ასე მოხდა, კალათბურთი საქართველოში ალბათ მოკვდება. ის კალათბურთი რომელიც მკვდარი იყო და შნ გააცოცხლე, შენი გუნდით, შენ გვაჩუქე დაუვიწყარი წუთები.. იმდენად დაუვიწყარი რომ, 10 000-ვე გულშემატკივარმა ვიცოდით გერმანიასთან შედეგი თუმცა მაინც შევავსეთ სასახლე და ბიჭები ტაშით გავაცილეთ.. შენ შეგვაყვარე კალათბურთი და დღეს როცა ჩვენ ძალიან ძალიან გვიჭირს, გთხოვთ მოედანს დაუბრუნდე და ულიდერო საქართველოს ნაკრებს ისევ ისე როგორც ეს 17 წლისამ გააკეთე რუსეთთან.. დღეს შენთან ერთან ბიჭები მეტოქეს შეაკვდებიან! დღეს ძალიან ჭირდები საქართველოს ნაკრებს!
პატივისცემით, საქართველოს ყველა სპორტის სახეობაში არსებული ნაკრებების გულშემატკივარი.
პატარა შესწორებას შევიტან, მეც მახსოვს ის თამაში რუსეთთან, ეს იყო 2004 წელს, იტალიის ტურნირზე, ზაზა მაშინ 20 წლის იყო, უკვე ნბა-ს მოთამაშე,იმ თამაშში 19 ქულა და 21 მოხსნა დააგროვა. კიდევ ბოისამ ჩააგდო 30 ქულა და შემონდ უილიამსმა 26. ის თამაში 87:71 მოიგეს ჩვენებმა რუსეთის ნაკრებთან და ის იყო ამ ფორმაციის ნაკრების პირველი თამაში. ხორვატი ბრაიკოვიჩი იყო მწვრთნელი.
მშვენიერი მიმართა
ვა და ფეიზბუკით თუ მიმართავ ზაზას მთლად უკეთესი, მარა ბ დივიზიონში გავარდნა გვემუქრება ეს ცოტა ვერ გავიგე.ბ დივიზიონი გაუქმდა როგორც ვიცი.
თენგაბი -ის მოსაზრებას მხარს ვუჭერ ზაზას ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
"ზაზა, შენ ჩვენი პატარა ერის საამაყო და ძვირფასი შვილი ხარ, ამასთანავე, სულ მცირე 1-2 წელიწადს კიდევ შეუცვლელი. შენ შეგიძლია აუტსაიდერობიდან ლიდერებში დაგვაბრუნო. დიდი იმედი გვაქვს, რომ დათანხმდები და ნაკრებში ითამაშებ. დიდი პიროვნება ხარ და ძალიან გვეიმედები." - ამ შესანიშნავ სიტყვებს სრულად ვეთანხმები.
არადა პირველი უფრო გვეხერხება ქართველებს ბატონო ილიას
Kargia chexebtan tamashi axalgazrdebistvis shansi miecemat tamashis. Gansakutrebit mamukelashvili mainteresebs rogor itamashebs.warmatebebi mtlianad gunds.
ისე რა გეჩქარებოდა, მოგეცადა ერთი თვე, თვენახევარი, შე კაი ოჯახის შვილო, ამასობაში რაღაც მოხდებოდა კიდევ და მერე უფრო მეტი გექნებოდა სათქმელი.
ფედერაციავ, იქნებ ვინებოთ და დაველაპარაკოთ ზაზას დაეხმაროს საქართველოს ნაკრებს - მარტო მაგის დგომა პარკეტზე დათრგუნავს სერბებს.
ზაზას მინდა მივმართო - ზაზა, შენ ჩვენი პატარა ერის საამაყო და ძვირფასი შვილი ხარ, ამასთანავე, სულ მცირე 1-2 წელიწადს კიდევ შეუცვლელი. შენ შეგიძლია აუტსაიდერობიდან ლიდერებში დაგვაბრუნო. დიდი იმედი გვაქვს, რომ დათანხმდები და ნაკრებში ითამაშებ. დიდი პიროვნება ხარ და ძალიან გვეიმედები.
ზაზას დგომა მოედანზე დათრგუნავდა სერბეთს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მე მაინც ვფიქრობ რომ სწორად მოიქცა, აღარ არის სათანადო ფორმაში და ჯობია ისევ იმ ზაზად დაგვამახოვრდეს ვიდრე როგორც გვჩვევია ქართველებს გინებით მოვიხსენიოთ, როცა აღარ გამოსდის რაღაც და სუ ვივიწყებთ რას აკეთებდა ნაკრებისთვის