კალათბურთი

14:27 | 12.06.2018 | ნანახია 4208 - ჯერ

ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა მოახლოებული ორი მატჩისთვის ცნობილია. ილიას ზუროსმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნითი ორო მატჩისთვის გუნდში 22 კალათბურთელს უხმო.

მათ შორის არიან გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, რომლებიც აქამდე ნაკრებს ვერ ეხმარებოდნენ. ზუროსის განაკრგულებაში პირველად იქნებიან ტად მაკფადენი, რომელიც მაიკლ დიქსონს შეცვლის და სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ცოტა ხნის წინ მიიღო.

საქართველოს ნაკრების 22-კაციანი შემადგენლობა:

გიორგი ცინცაძე, თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ტად მაკფადენი, გოგა ბითაძე, ანატოლი ბოისა, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი ბაქრაძე, აკაკი დვალიშვილი, ნიკა დარბაიძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ჭოჭუა, ბექა ბექაური, ლუკა ბულაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ტურძილაძე, რევაზ როგავა, ნოდარ გოგოძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთს (29 ივნისი) და ავსტრიას (2 ივლისი) დაუპირისპირდება. ორივე თამაში თბილისში ჩატარდება.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:16 | 13.06.2018
sabonis (9584)

ცქიტიშვილი ისევ დაიკიდეს? რა უმადურებაა.

01:01 | 13.06.2018
iceman (2988)

ისე მეც მაინტერესებს გვითხრან რატომ არაა ცქიტიშვილი მაგრამ ეგ რომ გვითხრან ჯერ ამ საიტზე უნდა ავტეხოთ ალბათ გულშემატკივრებმა ამბავი რომ მერე დაგვდონ პატივი და განგვიმარტონ, ისე როგორც დიქსონის შემთხვევაში მოხდა სანამ ამბავი არ ავწიეთ ერთი განმარტება რომ არ გვაღირსეს

18:25 | 12.06.2018
პანტელეიმონი (4347)

ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით განახლებულ საკალათბურთო ნაკრებს ! ! !

წარმატებას გისურვებთ ! ! !

17:15 | 12.06.2018
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

16:15 | 12.06.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ბოქოლიშვილი მინდა 12 კაცში რომ მოხვდეს, დამამახსოვრა თავი 3 ქ სროლებით, მაინტერესებს მამუკელაშვილიც.

16:10 | 12.06.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ანატოლი დვალიშვილი ისევ შემადგენლობაშია?

15:14 | 12.06.2018
empoli (889)

ბულაშვილი რომელ გუნდში თამაშობს ხომ არ იცით

15:32 | 12.06.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

"გრან კანარიის" მეორე გუნდში.

16:55 | 12.06.2018
empoli (889)

მადლობა

15:09 | 12.06.2018
airvika13 (657)

იქნებ მართლა დავამარცხოთ სერბები და მერე საბრძოლველი გვექნება შემოდგომაზე და საბერძნეთის გარდა სხვასთან ყველასთან ფავორიტები ვიქნებით...კარგია რომ ნაწილობრივ ნაკრებს სიღრმე გაუჩნდა და იმედია ბერიშვილი-ბოქოლიშვილი ისევ კარგად ითამაშებენ და დაეხმარებიან იმ ბიჭებს ვისზეც ნაკრები უნდა იდგეს....ცინცაძე-დუდა-მანუ-თოკო-შერმო.....სათადარიგოდან მაკფადენი-ბოქოლიშვილი-ბერიშვილი-მამუკელაშვილი-ბითაძე-ბულაშვილი იმედი მაქვს გაამართლებენ ბიჭები იმედებს

18:02 | 12.06.2018
iceman (2988)

ეჰ რომც მოვიგოთ შემდეგ ეტაპს სავარაუდოთ საბერძნეთი დაიწყებს 4, გერმანია 3, სერბეთი 2 და ჩვენ 1 მოგებით, ხოდა რაღაც სასწაული უნდა მოხდეს რომ გავიდეთ იქ სამეულში. ნუ თუ წავაგეთ ხომ იასნია რომ შემდეგი ეტაპი სუფთა ფორმალობა იქნება.

15:05 | 12.06.2018
airvika13 (657)

წარმატებები ძმებო!!22-23ში ჩეხეთთან ორი ამხანაგური გვექნება და კარგია ჩვენი ლეგიონერი ცოტა გაუშინარდება გუნდს...მე იმედი მაქვს მამუკელაშვილი და ბულაშვილი ორივე წარმოაჩენენ კარგად თავს და დაიმკვიდრებენ თავიანთ ადგილს ნაკრებში...ბულაშვილი განსაკუთრებით საჭიროა რადგან გამთამაშებელი ჰაერივით გვჭირდება

15:03 | 12.06.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

წარმატებები ნაკრებს !!! მაკფადენი ხო მაგრად მაინტერესებს და იმედია მამუკელაშვილსაც ვიხილავთ სამატჩო განაცხადში.
ბულაშვილიც მაგარი ბიჭიაო, ამბობენ. თუმცა ალბათ ჯერ ადრეა მისთვის 12 კაცში მოხვედრა.

14:39 | 12.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ცინცაძე სანაძე შენგელია მანუ და შერმადინი ეს ხუთეული იქნება ალბათ აი სკამი სუსტია ძაან.ახალი ლეგიონერის და მამუკელაშვილის საქმეში დანახვა ძალიან საინტერესო იქნება.გაგვიჭირდება ძაან სერბეთთან მარა მაგარი მატჩი გამოვა

0.123827