სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

13:02 | 30.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

საახალწლო სურვილები ჩვენს ერთგულ მკითხველებს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

კიდევ ერთხელ გადმოკვეთს ახალი წელი ჩვენი კარის ზღურბლს და კიდევ ერთხელ აღვივსებით მომავლის რწმენითა და იმედებით. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ჩვენ უკან ჩამოვიტოვეთ მეტად ცვალებადი 2017 წელი თავისი სიხარულითა და დარდებით, პრობლემებითა და ასეთუისე კარგად წასული საქმეებით, დიდი გამარჯვებებითა და სამწუხარო მარცხებით. მაგრამ მომავალს ცხადია მაინც ოპტიმისტურად ვუყურებთ.

“მსოფლიო სპორტი“ ჩვენს ერთგულ მკითხველებს ულოცავს ახალ წელს. 2018 წელი ყოველი ჩვენთაგანისთვის ყოფილიყოს სიხარულის, სიკეთის, ბედნიერების, სიჯანსაღის, სიყვარულის, ბარაქისა და ყველაფერი კარგის მომტანი, რაც კი გვინდა და გვესურვილება ჩვენი პატარა, ღარიბი მაგრამ მსოფლიოში ყველაზე საოცარი და ლამაზი ქვეყნის შვილებს.

2018 წელს ვიყოთ წარმატებულები და მთელი დუნიის თვალში გამარჯვებულები, როგორც 2017 წელს იყო ზაზა ფაჩულია;

ძლევამოსილნი და შეუდრეკელნი, როგორც ლაშა ტალახაძე;

თავდაჯერებულები, საქმის ერთგულები და გამარჯვებისთვის გულის დამდებნი, როგორც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები;

ყველას მიერ დაფასებულები და ღირსეულნი, როგორც მამუკა გორგოძე;

მუდამ წარმატების მსურველნი და გამარჯვების მომტანნი, როგორც ჩვენი ქალი მოჭადრაკეები;

ვარლამ ლიპარტელიანივით უბერებლები და გენო პეტრიაშვილივით წარმატებით ვერდაღლილნი, გურამ თუშიშვილივით მარცს არშეგუებულნი და ბექა ღვინიაშვილივით ჯანსაღნი;

ირაკლი შენგელიასავით პერსპექტიულები და მასსავით წინაღობების დამძლევნი;

და საერთოდ, ქართველი სპორტსმენებივით გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნისა და მომავლის, რადგან სხვანაირად საქართველოში რთულია ცხოვრება.

2018 წელს ღმერთმა გვაშოროს:

ვიქტორ სანიკიძესთანა უიღბლობა და გულისტკივილი;

საქართველოს 21 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების თავს ლაფი და სირცხვილი;

ჩვენი ეროვნული სტადიონის ქართველების მიერ მოოხრება და ბორის პაიჭაძის სახელის წაბილწვა;

აზერბაიჯანის “ყარაბახთან“, ფარერის კუნძულების ნაკრებთან და ათას ბეჩავთან მარცხი და გულისტკენა;

ერთმანეთზე ისეთი საშინელებების თქმა, რასაც კალათბურთის ფედერაციის მესაჭეობის მსურველნი ბოლო თვეების მანძილზე იძახდნენ;

რუმინელ მორაგბეებთან მარცხი და სომეხ ფეხბურთელებთან თამაშის შიში...

და რაც მთავარია, ყველას უნდაგვჯეროდეს, რომ 2018 წელს მაინც დავძლევთ ჩვენს უმთავრეს სენს - ერთმანეთის მტრობას და ვიდგებით ერთად ჭირშიც და ლხინშიც, სტადიონზეც და (ღმერთმა დაგვიფაროს) ომშიც! ჩვენ ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს!

ახალ წელს გილოცავთ!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.117064
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X