კალათბურთი

23:25 | 12.10.2017 | ნანახია 1881 - ჯერ

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრებს ისევ ილიას ზუროსი გაუძღვება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ისევ ილიას ზუროსი გაწვრთნის. როგორც კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ხელშეკრულება მხარეებს შორის უკვე გაფორმდა. ზუროსი ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.

შეგახსენებთ, ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები 2015 წელს ჩაიბარა და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. სადაც, საქართველომ ლიტვის ნაკრები დაამარცხა, მაგრამ ჯგუფიდან გასასვლელად ეს საკმარისი არ გამოდგა.

"მოხარული ვარ, რომ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე კმაყოფილია, მეც და საქართველოს კალათბურთის ფედერაციაც. განვლილ ორ წელიწადში გავმართეთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები და ვიასპარეზეთ ევრობასკეტზე.

მომდევნო ციკლი მსოფლიო თასის საკვალიფილაციო ეტაპებია. წინასწარ შეიძლება ითქვას - მძიმე სიტუაციაა, რადგან განახლებული გუნდით მოგვიწევს გამოსვლა. თუმცა მოხარული ვარ, რომ ახალ ციკლს ახალი იმედითა და კარგის მოლოდინით ვიწყებთ.

არ გვეყოლება ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე, რომლებიც ბოლო წლებში გუნდს ძალიან ეხმარებოდნენ, თავს არ ზოგავდნენ.

საქმე ძალიან გართულდა მას მერე, რაც ფიბა და ევროლიგა ვერ შეთანხმდნენ... შესაბამისად, დღევანდელი სიტუაციით ნაკრებში ვერც ევროლიგის კალათბურთელები ითამაშებენ. არ გვეყოლებიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. მოგეხსენებათ, ბექა ბურჯანაძემც ოპერაცია გაიკეთა, როგორც ვიცი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმედი გვაქვს, რომ იგი მალე დაუბრუნდება მოედანს. ჯანმრთელობას ვუსურვებ. ძალიან, ძალიან მაგრად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ამ კალათბურთელების არყოფნის ფონზე დადებით შედეგს მივაღწიოთ.

დავიწყებთ იმ რესურსით, რაც ჩვენს ხელთაა. იმედი მაქვს, სხვები ითამაშებენ, გვიჩვენებენ, რომ შეუძლიათ... ახლა, საჭიროა, ვიპოვოთ საუკეთესო კალათბურთელები საქართველოს ნაკრებისთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ და გავუმჯობესდეთ თამაშიდან თამაშამდე.

მნიშვნელოვანია ყველა ერთად დავდგეთ, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. მჯერა, რომ ამ საკვალიფიკაციოზე წარმატებით თამაში შეგვიძლია, უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და განვაგრძოთ ბრძოლა მთავარი მიზნისთვის", - ციტირებს ზუროსის სიტყვებს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ ნოემბერში ზუროსს და საქართველოს ნაკრებს მორიგი გამოცდა ელოდებათ: მსოფლიოს 2019 ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყება, რომელშიც ქართველთა მეტოქეები სერბეთი, გერმანია და ავსტრია იქნებიან.


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:15 | 15.10.2017
პანტელეიმონი (4347)

1 - ცინცაძე, (დიქსონი)
2 - დიქსონი, (სანაძე)
3 - მარკოიშვილი, (სანაძე), (ფაცაცია).
4 - ცქიტიშვილი, (დვალიშვილი), (ბერიშვილი).
5 - ბითაძე, (ცქიტიშვილი)

აი, ამ შემადგენლობით და როტაციით რაღაცის მიღწევა შეიძლება უახლოეს მატჩებში. პლიუს პარალელურად რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელის თანდათანობით შეჩვევა და ჩართვა ნაკრების შემადგენლობაში.

14:06 | 13.10.2017
tomuri (1422)

კალათბურთის ფედერაცია იწყებს იმის კეტებას, რაც წლების წინ ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო.... ფეხებზე დაიკიდეს ბავშვთან ფეხბურთი, ინფრასტრუქტურა და ჩამოყავდათ ხოლმე ცნობილი მწვრთენელები, მაგრამ რადგან ფეხბურთელები არყავდათ შედეგი ნული იყო, ამის კეტებას იწყებს კალათბურთის ფედერაცია

14:02 | 13.10.2017
tomuri (1422)

საქმე ისაა ზუროსტან რატყომ გააფორმეს ხელსეკრულება, აზრი ამ ხელშეკრულებნის? კალათბურტელი არ გყავს და ზუროსი იტამაშებს?

13:53 | 13.10.2017
zviadi-shxefi (6306)

დიქსონი-ცინცაძე; მარკოიშვილი, სანაძე, ცქიტიშვილი და ბითაძე. ამ ექვსეულზე გადავა ყველა თამაში

14:03 | 13.10.2017
tomuri (1422)

ეგ ყველაზე კაი ვარიანტში თუ ტრავმა არეცრთმა არ მიიღო, თან ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე ხომ ვერ ჩაატარებს ყველა, ჰოდა ხუთი ტამაშიდნა შეიძლებ ერთი მოიგონ, ეგეც მიღწევა იქნება, ჩემი აზრით ვერცერთ თამაშს ვერ მ ოიგებენ, იმედია ვცდები

14:31 | 13.10.2017
sabonis (9584)

ზაფხულისთვის(ივნისშიც უწევთ თამაშები) იმედია შენგელიაც და შერმადინიც გამოვარდნილი იქნებიან ევროლიგიდან და დაგვეხმარებიან, იქნებ ამ სასტავით ავსტრიას მაინც ვაჯობოთ.

13:51 | 13.10.2017
zviadi-shxefi (6306)

გერმანიას ძალიან დააკლდება ძლიერი კალათბურთელები:შრიოდერი, ვოიტმანი (ეს მე რაც ვიცი) და ბამბერგის რამდენიმე კალათბურთელი

12:06 | 13.10.2017
tomuri (1422)

არის კიდევ ერთი კარგი ბიჭი მამუკელაშვილი, ამერიკის კოლეჯის ჩემიპიონატში ტამაშობს, მაგრამ, ვერც ეს უშბველის ჩვენს ნაკრებს შენგელიას, შემანდინის და ბ ურჯანაძის გარეშე, აარანაირი სანსი არა აქვთ შესარჩევში, ეგ კი არადა შეიძლება ,,ბ" დივიზიონშიც დავქეითდეთ

13:22 | 13.10.2017
sabonis (9584)

ბ-ში დაქვეითება მგონი აღარაა. უნდა ვიოცნებოთ შერმადინის და შენგელიას გუნდები პირველივე ჯგუფურიDან გამოვარდეს და ბოლოსკენ მაინც წაგვეხმარონ ესაა საქმე?

14:01 | 13.10.2017
tomuri (1422)

ფაჩულიას უფასოდ გადასცეს გარემონტებული დარბაზი და ტიპმა 120 ლარი გახადა, ვინც 120 ლარს გადაიხიდ ის სერიოზულ კალათბურთს არაცსრდოს არ იტამაშებს, რადგან ფულიანები არიან და კალათბურთზე რამდნეიმე წელი გასართობად ივლის, ფაჩულია უბრალოდ ფულს გააკეთებს, და მაგ სკოლიდან საქართველსო დონის კალათბურთელიც არ გაიზრდება...რომ აძლევდნენე დარბნაზს უფასოდ ისიც უნდა ჩედოთ ხელშეეკურლებაში რომ ამხელა ფასი არ გაეხადა

13:58 | 13.10.2017
tomuri (1422)

ვაა, აბა კალათბურთის ფედერაცია არაფერს რომ არა აკეთებს ბავშვთა კალათბურთის გადავიტარებლად, ბავშვტყა კალათბურთი ძალიან ძვირი ად მერე კიდევ არცერთ გარეუბანში ნორმალური კალათბურთის დარბაზი არაა ბავშვები რომ ავარჯიშო, რეგიონებზე საუბარი კი ზედმეტია.... ეს ტაობა ხომ წავიდოდა როდესმე, ამაზე ფი

12:02 | 13.10.2017
Kala94 (6114)

მშვენიერია ! წარმატებები ილიას !

10:28 | 13.10.2017
Buratino (3505)

კარგია, რომ ზუროსი დარჩა, რადგან მისი წასვლა საერთოდ არევდა ახლა სიტუაციას. ეს ალბათ ავტომატურად ნიშნავს დიქსონის დარჩენასაც. თუმცა, თუკი ევროლიგის ხალხიც დაგვაკლდება, მართლა როგორ ვაპირებთ თამაშების მოგებას?! გერმანიას და სერბეთს მაინც არ შეეტყობათ ეგ დანაკლისი რადგან თითო პოზიციაზე თითქმის იმავე დონის მოთამაშეები ჰყავთ და გაცილებით დიდი სიღრმეები აქვთ, ავსტრიას კი ფაქტიურად ძირითადი შემადგენლობა ეყოლება. ჰოდა, ჩვენ მაქსიმუმ სასტარტო ხუთეული + 1 კაცი დავაყენოთ (მანუ, დიქსონი, ცინცაძე, ბითაძე, დუდა, ცქიტიშვილი), ხოლო დანარჩენი ვინ გვყავს?! არც ეს 6-ეულია იდეალური და ბევრი ქულის ამღები და სკამიდან ვინ უნდა გაგვაძლიეროს?! ბოისამ, გამყრელიძემ, ლონდარიძემ, ბერიშვილმა?
ესენი ერთად რომ შეკრიბო, ყველაზე მაქსიმუმ 8-10 ქულა მოგიტანონ. იქნებ დვალიშვილის და შარაბიძის დამატებაზეც გვეფიქრა? მოკლედ, რეალობა ისეთია რომ ძალიან მწირი რესურსი გვაქვს

09:53 | 13.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ცინცაძე ცქიტიშვილი ბითაძე მანუ დუდა დიქსონი რას შვება მოკლედ რაღაც კარგი შემადგენლობა მაინც შეიკრიბება.ზუროსის დარჩენას რაც შეეხება მშვენიერი ამბავია

09:46 | 13.10.2017
ogafa (10220)

კარგია წარმატებები

09:37 | 13.10.2017
BEERTRANCE (97819)

ძალიან რთული შესარჩევი გველის.

ლამის გუგავას მოსვლის იმედად ვიყოთ.

09:37 | 13.10.2017
zviadi-shxefi (6306)

ბითაძეს დრაფტი არ უშლის ხელს საკვალიფიკაციოში

03:57 | 13.10.2017
Israel67 (171)

არ შეილება კიდევ ერთი 3 4 ამერიკელი დავიმატოთ?

00:19 | 13.10.2017
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

კი მარა, ვინღა ითამაშებს ნაკრებში თვითონ ზუროსი ხომ არ აპირებს თამაშს? ზაზა და ვიკა წავიდნენ, თოკო და შერმადინი ვერაო, ბექამ ოპერაცია გაიკეთა, ბითაძე დრაფტზეა. ალბათ ლონდარიძე და ბოისა მოუგებენ სერბებს

02:29 | 13.10.2017
federer (17) (15576)

მართლა ვინ უნდა ითამაშოს ნაკრებშიი
იმედია ცქიტიშვილს ახლა მაინც დააბრუნებენ ნაკრებშიი და ერთ პოზიციაზე მაინც გვეყოლება ძლიერი მოთამაშე და დალშე არ ვიცი სანაძე და მანუჩარი ალბათ ძირითადი იმედი და ნატურალიზირებული კალათბრთელი

00:18 | 13.10.2017
Shengo 28 (86)

Axla ickeba zalian saintereso da rtuli periodi...imedia axalgazrdebi nakrebshi tavs gamoichenen.me mjera ase ikneba..nakrebi sxva auraa da isic mjere rom tramplini gaxdeba mat karierashi.....msoflioze ki bitaze,manu,ckitishvili,dixoni,cincaze,andronikashvili,isiani,sanadze...da axlebi kidev mgonia gakachaven

00:14 | 13.10.2017
drosha ver dakiden (146)

მთავარია ბოისა იყოს ჯანზე და თორნიკე–შერმადინის დანაკლისი რა მოსატანია))))

09:45 | 13.10.2017
ogafa (10220)

+

0.064062