სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:15 | 30.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიას” სტუმრად კვლავ უჭირს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ლა ლიგის მე-10 ტურის მეორე სათამაშო დღეს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე კლუბებმა იასპარეზეს და მათგან, მხოლოდ “სევილიამ” ვერ შეძლო გამარჯვება.

ანდალუსიური კლუბი საკუთარ მოედანზე ბრწყინვლად ასპარეზობს და ამ მხრივ ნებისმიერ გუნდს გაუწევს კონკურენციას, თუმცა უმაღლესი მიზნებითვის ბრძოლისთვის საკმარისი მხოლოდ შინ კარგი თამაში არაა...

“სევილიას” გასვლებზე თამაში კვლავ უჭირს და ამის გამოსწორება ჯერჯერობით ვერც ხორხე სამპაოლიმ მოახერხა. “დალაქებს” “სანჩეს პისხუანზე” ხუთიდან ხუთი მოგება აქვთ, ხოლო გასვლაზე ხუთიდან მხოლოდ ერთ მატჩში იმარჯვეს და ამის გაკეთება მხოლოდ “ლეგანესთან” მოახერხეს, სადაც ასევე ძალიან გაუჭირდათ წარმატების მიღწევა.

მართალია “ელ მოლინონზე” გამართულ მატჩში “სევილია” მთელი მატჩის განმალობაში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ეს 3 ქულის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ანდალუსიელები ძალიან მალე დაწინაურდნენ – მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვიეტომ კუელარს თავზე გადაუგდო ბურთი და მე-4 წუთზე ანგარიში გაიხსნა. ასტურიელებმა საკმაოდ მალე გაათანაბრეს – მე-20 წუთზე მოი გომესმა ძალიან ლამაზი ბურთი შეაგდო.

“დალაქებს” ზუსტად ერთ წუთში კვლავ შეეძლოთ წინ გასვლა, მაგრამ ფრანკო ვაზკესის დარტყმული ძელმა მოიგერია. სტუმრებს მეორე ნახევარშიც რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ გატანა ვეღარ მოახერხეს და მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგეს – 1:1.

მადრიდის “რეალი” გასვლაზე “ალავესს” დაუპირისპირდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მოუგო, ხოლო “ატლეტიკოსთან” ფრედ ითამაშა. მატჩი ისე დაიწყო, თითქოს ბასკური კლუბი მესამე გრანდსაც გაამწარებდა – მე-7 წუთზე მადრიდელთა დაცვა ჩავარდა, რითაც დეივერსონმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

სტუმრებმა ათ წუთში გაათანაბრეს – ბეილის შესრულებულ ჯარიმას პენალტი მოჰყვა: – ხოსე სანჩესის აზრით, დეივერსონმა ხელით ითამაშა. 11-მეტრიანი კი, რონალდუმ შეასრულა ზუსტად.

გაშვებულ გოლს “ალავესი” არ დაუბნებია. ბასკები პირველი ტაიმის განმალობაში ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ და მადრიდელთა დაცვას ბევრ პრობლემას უქმნიდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა ტეო ერნანდესი, რომელიც დანილოს არ ასვენებდა. მიუხედავად ამისა, ტაიმი მაინც “რეალმა” მოიგო – 33-ე წუთზე რონალდუს შორეულ დარტყმულს მცირე რიკოშეტიც დაერთო და ბურთი პაჩეკოს კარში აღმოჩნდა.

მეორე ნახევარში კი, მასპინძლები ისე ვეღარ აქტიურობდნენ, როგორც საწყის 45 წუთში და შეხვედრა ცოტათი მოსაწყენი გახდა. თავს დიდად “რეალიც” არ იკლავდა და საკუთარ შანსს ელოდა, რომელიც 79-ე წუთზე რონალდუმ მიიღო. პორტუგალიელი საკუთარ საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა მეორე პენალტი დანიშნა, მაგრამ ამჯერად რონალდუს პაჩეკომ აჯობა. სტუმრებმა მესამეს გატანა მაინც მოახერხეს, 84-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული მორატა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თავზე გადაუგდო ბურთი და თავის გუნდს გამარჯვება გაუნაღდა. ოთხ წუთში კი, რონალდუმ ჰეთ-თრიკი მაინც გაიფორმა და “რეალმა” 1:4 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ რონალდუმ 31-ე ესპანურ გუნდს გაუტანა, რაც 100%-იანი შედეგია.

“სევილიასთან” წაგების შემდეგ კიდევ ერთ ანდალუსიურ კლუბს დაუპირისპირდა “ატლეტიკო”, თუმცა წინა შეხვედრისგან განსხვავებით, მადრიდელთათვის ეს მატჩი წარმატებული აღმოჩნდა.

მადრიდელებმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 25-ე წუთისთვის იანიკ ფერეირა კარასკოსა და კევინ გამეიროს გოლებით ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. 31-ე წუთზე ანგარიში სანდრო რამირესმა შეამცირა, თუმცა 44-ე წუთზე გამეირომ დუბლი გაიფორმა და “როხიბლანკომ” ტაიმი მაინც ორბურთიანი სხვაობით მოიგო.

“ვისენტე კალდერონზე” სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტეფან სავიჩმა მე-60 წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და “ატლეტიკო” 10 კაცით დარჩა. რიცხობრივი უპირატესობით “მალაგამ” მალევე ისარგებლა და 64-ე წუთზე კამაჩომ სხვაობა კვლავ შეამცირა. დარჩენილ დროში სტუმრებმა შეტევა და ანგარიშის გათანაბრება სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და 86-ე წუთზე კარასკოსგან აქეთ გაუშვეს, ხოლო ორ წუთში მინდვრიდან ჩორი კასტროც გააძევეს და მადრიდელებმა მორიგი 3 ქულა გაიფორმეს – 4:2.

დღის დასკვნითი შეხვედრა “ნოუ კამპზე” შედგა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა ბოლო ადგილოსანი “გრანადა” მიიღო.

სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვეს. ისინი მხოლოდ თავდაცვით იყვნენ დაკავებულნი და 90 წუთის განმალობაში ტერ შტეგენის კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამთ. “ბარსელონაც” სავარაუდოდ უფრო “მანჩესტერ სიტისთან” მოახლოებულ შეხვედრაზე ფიქრობდა და დღევანდელ მატჩში რაღაც განსაკუთრებული არ შემოუთავაზებია.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მასპინძლები დაწინაურდნენ – ნეიმარმა ახლო მანძილიდან ძელს გაარტყა, თუმცა დამატებაზე ყველას რაფინიამ დაასწრო და აკრობატული დარტყმით შეძლო გატანა.

გოლის გაშვების მიუხედავად, “გრანადას” ტაქტიკა არ შეუცვლია და კვლავ კარს იყო მიჯაჭვული. მასპინძლებს კი გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ გილერმო ოჩოა კარგად თამაშობდა და მეტი აღარ გაუშვია. მექსიკელმა კიპერმა განსაკუთრებით რთული დარტყმული ნეიმარს აუღო – 1:0.

ხიხონი – სევილია 1:1 (1:1)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-4-2): კუელარი, მერე, ამორობიეტა, კასტელიანო, კანელია, კასესი, ს.ალვარესი, ი.ლოპესი (ბურგუი 69), მ.გომესი (ლორა 82), ჩოპი (ნდი 70), ვიგუერა.
მწვრთნელი: აბელარდო ერნანდესი

სევილია (3-4-1-2): ს.რიკო, კარისო, მერკადო, რამი, ნასრი (იბორა 46), ნ’ზონზი, მარიანო, ვიტოლო, ფ.ვაზკესი, ბენ იედერი (სარაბია 74), ვიეტო.
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: 0:1 ვიეტო (4), 1:1 მ.გომესი (20)
გაფრთხილებები: ი.ლოპესი, კუელარი, ჩოპი, მ.გომესი, კასესი, ამორობიეტა – მერკადო, კარისო
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

ალავესი – რეალი 1:4 (1:2)

ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (5-3-2): პაჩეკო, ფედალი, ალექსისი, რ.გარსია, კიკო, ტ.ერნანდესი, მ.გარსია (კრსტიჩიჩი 62), დ.ტორესი (სანტოსი 83), კამარასა, მენდეში (კატაი 67), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

რეალი (4-3-3): ნავასი, პეპე (ნაჩო 24), ვარანი, მარსელო, დანილო, კროოსი, კოვაჩიჩი, ისკო, ბეილი (ლ.ვაზკესი 87), რონალდუ, ბენზემა (მორატა 67).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 1:0 დეივერსონი (7), 1:1, 1:2, 1:4 რონალდუ (17 პენ; 33; 88), 1:3 მორატა (83)
გაფრთხილებები: დეივერსონი, დ.ტორესი, ტ.ერნანდესი, კიკო, კრტიჩიჩი – ბეილი
მსაჯი: ხოსე სანჩესი

რონალდუმ 79-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ატლეტიკო – მალაგა 4:2 (3:1)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, საული, გაბი, გაიტანი (ა.კორეა 31), კარასკო, გრიზმანი (ლ.ერნანდესი 61), გამეირო (ტიაგო 65).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მალაგა (4-2-3-1): კამენი, კონე (ელ ნესირი 63), ვილანუევა, როსალესი, რიკა, კამაჩო, ფორნალსი (დუდა 72), ჩ.კასტრო, ხ.კარლოსი, ხონი (ხუანპი 59), ს.რამირესი.
მწვრთნელი: ხუანდე რამოსი

გოლები: 1:0, 4:2 კარასკო (7; 86), 2:0, 3:1 გამეირო (24; 44), 2:1 ს.რამირესი (31), 3:2 კამაჩო (64)
გაფრთხილებები: სავიჩი, ობლაკი, საული – ჩ.კასტრო, ელ ნესირი, ვილანუევა, რიკა, კამაჩო
გაძევებები: სავიჩი (60), ჩ.კასტრო (88)
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

ბარსელონა – გრანადა 1:0 (0:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მასკერანო, უმტიტი, რობერტო, დინიე, დ.სუარესი (გომეში 71), რაკიტიჩი, რაფინია, ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი (ალკასერი 83).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გრანადა (5-4-1): ოჩოა, ლომბანი, ვეზო, საუნიერი, კუენკა, გაბრიელი, აგბო, ტორალი (სამპერი 77), კარსელა-გონსალესი, ა.პერეირა (ბოგა 60), კრავეტსი (ბარალი 72).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლი: რაფინია (48)
გაფრთხილებები: ნეიმარი – გაბრიელი, ტორალი, ლომბანი, ვეზო
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.107656
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X