სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:17 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია გურული: “ვითამაშებთ და ერთი პროცენტით იმედი მაქვს”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

29 მაისს საქართველოს ჩემპიონატში ფლეი-ოფის მატჩი გაიმართება: უმაღლესი ლიგის ბოლოდან მესამეადგილოსანი “ზუგდიდი” პირველი ლიგის მესამეადგილოსან ხობის “კოლხეთს” ეთამაშება. რეგლამენტით, ეს შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო და ჩატარდება კიდეც, მაგრამ ხობელებმა რომც მოიგონ, ლიცენზია არ აქვთ და უმაღლეს ლიგაში ვერ გადავლენ.

Worldsport.ge “კოლხეთის” მთავარ მწვრთნელს, წარსულში ცნობილ თავდამსხმელ გია გურულს დაუკავშირდა:

“სპორტულ პრინციპებს არანაირად არ დავარღვევთ, გავალთ და მოსაგებად ვითამაშებთ. გამოჩნდება, თუ რა მოხდება. ისე კი, გულდასაწყვეტი იქნება, რომ უმაღლესში ვერ ვითამაშოთ და საქმეს ასეთი პირიც უჩანს. ფაქტია, ლიცენზია არა გვაქვს”.

რატომ არ შეიტანა თავის დროზე ლიცენზიაზე განაცხადი ხობის “კოლხეთმა”? ამის შესახებ გია გურულს ვკითხეთ და მან გვითხრა, რომ კლუბის გეგმაში არ იყო უმაღლეს ლიგაში გადასვლა, სამწლიანი პროგრამა ჰქონდათ და წლეულსვე, 300 000-ლარიანი წლიური ბიუჯეტით (ეს სუფთა ბიუჯეტია, სახელმწიფო პროგრამის გარეშე) გადასვლაზე ლაპარაკი არ გვქონიაო.

“შემდგომ, როცა გაირკვა, რომ გარდამავალი ჩემპიონატი ჩატარდებოდა და იქიდან მხოლოდ 4 გუნდი შეინარჩუნებდა ადგილს პირველ ლიგაში, ხოლო დანარჩენები მეორე ლიგაში გავარდებოდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც შეიცვალა სიტუაცია. გარდამავალი ჩემპიონატიდან უმაღლეს ლიგაში ვერავინ გადავა და მხოლოდ ის მიზანი გვექნება, რომ არ გავვარდეთ. ეს თავიდანვე რომ გვცოდნოდა, ლიცენზიაზე თავიდანვე ვიზრუნებდით. და მაინც, ერთი პროცენტით გვაქვს იმედი, რომ თუ მოვიგებთ, უმაღლესში დაგვიშვებენ. ისე, როგორც შარშან დაუშვეს კლუბები და ჯარიმის სახით 50 000 ლარი დააკისრეს. ვნახოთ, მცირე იმედს ვიტოვებ. კანონის დამცველი ადამიანი ვარ და მესმის, რომ ფეხბურთის ფედერაცია ითხოვს პუნქტების მოწესრიგებას”.

გურული შიშობს, ხობში ფეხბურთისკენ მობრუნებულმა გულშემატკივრებმა ისევ ხელი არ ჩაიქნიონ:

“როცა გუნდში მოვედი, თამაშებზე 40-50 კაცი დადიოდა, ბოლო თვეებში კი 600-700-მდე გაიზარდა მათი რიცხვი. თანაც, თითქმის მთლიანად ადგილობრივი ფეხბურთელებით გავდიოდით ფონს. 20 წლის კოტდივუარელი შემტევი აკა და რუსეთში გაზრდილი ნახევარმცველი გიორგი არქანია დავიმატეთ”.

31 მაისამდე გაირკვევა “ვიტ ჯორჯიასა” და “ლიახვის” საკითხიც. ისინი ლიცენზიის მიღების მოლოდინში არიან. ასე რომ, ჯერ უცნობია, რამდენი გუნდი იქნება უმაღლეს ლიგაში გარდამავალ ჩემპიონატში.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.111125
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X