სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:12 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფრე: დასაწყისი სტუმრებისა, დასასრული მასპინძლებისა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მეცამეტე ტური ვაკეში, “მიხეილ მესხზე” გაიხსნა “ლოკომოტივისა” და ბათუმის “დინამოს” მატჩით. 1:1 – მასპინძლები იგებდნენ და მეორე ტაიმში ბათუმელებმა გაათანაბრეს, ხოლო ბოლო 20 წუთი “ლოკომოტივის” უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ გოლი აღარ გასულა.

უნდა ითქვას, ბათუმელებს ექვსი წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ: ირაკლი ჩირიკაშვილი, გიორგი ქავთარაძე, ნიკა მგელაძე, თემურ შონია, გიორგი გაბედავა, გიორგი ბერიაშვილი. როგორც შევიტყვეთ, აქედან სერიოზული ტრავმა არცერთს არ აქვს, ჩირიკაშვილი და შონია კი სულაც ორიოდე დღეში დაიწყებენ ვარჯიშს.

სტუმრებს საწყის 12 წუთში ორი მომენტი ჰქონდათ. ჯერ ლუის მედინამ ვერ ისარგებლა მეკარე ლაზარე კუპატაძისა და მცველ გიორგი გეთიაშვილის შეუთანხმებელი თამაშით. ლუის მედინას თავური ოდნავ არაზუსტი გამოდგა. მალევე, მედინამ და ნიკა დიასამიძემ გაითამაშეს კომბინაცია: დიასამიძის დარტყმულმა ოდნავ ჩაუარა ძელს. საერთოდაც, ბათუმელთა პორტუგალიელი ფორვარდი პირველ ტაიმში საუკეთესო იყო მინდორზე, ბურთს თითქმის არ კარგავდა და სახიფათოდაც უტევდა, თუმცა მეორე ნახევარში მოუკლო თამაშს.

“ლოკომოტივმა” კი პირველივე სახიფათო შეტევა გოლით დაასრულა. მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს მასპინძლებმა, ცენტრიდან პასებით მივიდნენ საჯარიმო მოედნამდე და დემიკო ჩიხლაძის დარტყმული ბურთი კარში შევარდა. რიკოშეტიც დაეხმარა “ლოკომოტივს”. ასე გახდა 1;0.

პირველ ტაიმში დიდად მწვავე მომენტი აღარ შექმნილა, ეგაა, თამაში გათანაბრდა და ბათუმელები უკვე ვეღარ აქტიურობდნენ.

მეორე ნახევარში კი ერეკლე სულთანიშვილი კარგი ფინტის შემდეგ, ხელსაყრელი პოზიციიდან უტყამდა და მეკარე შოთა მამინაშვილმა კუთხურზე მოიგერია. 62-ე წუთზე კი ბათუმელებმა საჯარიმო დარტყმით გაათანაბრეს: გელა გოგიტიძეს ბურთი, როგორც იტყვიან, კარგად მოაჯდა ფეხზე და კუპატაძემ მოგერიება ვერ შესძლო. კარგი გოლი იყო.

დარჩენილ დროში “ლოკომოტივი” გაცილებით მეტს უტევდა. მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ შერმადინ ართმელაძე და მამია გავაშელიშვილი ჩართო თამაშში, მასპინძლები გააქტიურდნენ და ბათუმელებს გაუჭირდათ. ზვიად ქანთარიას მეკარემ აუღო, მალევე ისევ ქანთარიამ ახლოდან ვერ შესძლო დარტყმა – ალექსი ბენაშვილის ჩაწოდების შემდეგ.

ბათუმელებს ეტყობოდათ, რომ შეტევისთვის ძალები აღარ ჰყოფნიდათ, ბოლოს უკვე კონტრშეტევებზეც აღარ იკლავდნენ თავს. ისე, “ლოკომოტივის” შეტევებიც მეტწილად საჯარიმოს მისადგომებთან იფუშებოდა, ბოლოს ან პასი არ ვარგოდა, ან შორიდან დარტყმა. ერთი კარგი მომენტი იყო, როცა მამინაშვილმა ართმელაძის დარტყმული კუთხურზე გადააგდო.

“ლოკომოტივი” მე-11 ადგილზეა და ამ ტურში მხოლოდ “ტორპედო” თუ გაუსწრებს, თორემ სხვები ისედაც ვერ ეწეოდნენ. ბათუმელები კი ჯერჯერობით მექვსეზე არიან, თუმცა ტურში შვიდი მატჩი სათამაშოა. A

27 ნოემბერი. 20:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”

“ლოკომოტივი” (თბილისი) – “დინამო” (ბათუმი) 1:1 (1:0)

ლოკომოტივი: კუპატაძე, ბენაშვილი, გეთიაშვილი, ხიდეშელი, ჩიტეიშვილი, ჩიხლაძე (ქიქავა 26), სულთანიშვილი, კიკნაძე (ართმელაძე 65), უბილავა, გეგა დიასამიძე (გავაშელიშვილი 69), ქანთარია

მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

დინამო (ბთ): მამინაშვილი, ქორიძე, მახარაძე, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, გოგიტიძე, ფონიავა, ვარშანიძე, თევდორაძე (მაქაცარია 72), ნიკა დიასამიძე (აბუსელიძე 65), ლუის მედინა (გიორგი კაშია 87)

მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

გოლები: 1:0 ჩიხლაძე (18), 1:1 გოგიტიძე (62)

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.109617
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X