სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ძიუდო

21:21 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მზია ბებოშვილი ევროპის ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა მზია ბებოშვილმა (52 კგ) წაუგებლად იჭიდავა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

საჩემპიონო აღმართს ბებოშვილი ებრაელი შირ კელნერის სუფთად ძლევით შეუყვა. ასევე იპონ-იპონ ჩამოიშორა იტალიელი ლუდოვიკა ლენტინი და ხორვატი ტიჰეა ტოპოლოვეცი. ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ მარგარიტა შრაინერს უილეთო შეხვედრაში გაფრთხილების უპირატესობით აჯობა. ფინალში კი ავსტრიელ ლისა დენგს იუკოთი სძლია.

დღესვე ევროპოდიუმზე საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრები: გიორგი ნიაზაშვილი (50 კგ), რობინზონ ბეგლარაშვილი (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილიც (66 კგ) ავიდნენ, მაგრამ უმაღლეს საფეხურს ვერც ერთი მათგანი ვერ შეწვდა.

ნიაზაშვილმა დილის პროგრამა ასპროცენტიანი შედეგით ჩაამთავრა და უმაღლეს ტიტულამდე ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ რუსტამ ზაბოლოტნის ძლევა დააკლდა. ბეგლარაშვილი და ნინიაშვილი კი მესამე საპრიზო ადგილებს დასჯერდნენ.

მედალოსანი ძიუდოისტების გარდა, ნაკრებს ჩასათვლელი ქულები ვანო ხუბაშვილმა (55 კგ) და ნინო მგელაძემაც (52 კგ) მოუტანეს. ხუბაშვილმა მე-7, ხოლო მგელაძემ – მე-5 ადგილით.

ხვალ ბულგარულ ტატამზე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა და გოგონათა დარჩენილ ოთხ-ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ კი ხუთ-ხუთი ვაჟი და გოგონა იჭიდავებს.

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი

ჭაბუკები

სოფია

3 ივლისი

ვაჟები

50 კგ

1 რუსტამ ზაბოლოტნი (რუსეთი)

2 გიორგი ნიაზაშვილი (საქართველო)

3 ბიაჯიო დანჯელო (იტალია)

3 ვლად ლუნკანი (რუმინეთი)

55 კგ

1 დენისლავ ივანოვი (ბულგარეთი)

2 ალონ აჰარონი (ისრაელი)

3 ხამზატ ახმაროვი (რუსეთი)

3 ლუკა კარლინო (იტალია)

7 ვანო ხუბაშვილი (საქართველო)

60 კგ

1 მანუელ ლომბარდო (იტალია)

2 ახმედ ბოგატირევი (რუსეთი)

3 რობინზონ ბეგლარაშვილი (საქართველო)

3 ისმაილ იბრაჰიმოვი (აზერბაიჯანი)

66 კგ

1 ბილალ ჩილოღლუ (თურქეთი)

2 მატიას ჩზიზეკი (ავსტრია)

3 ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო)

3 ჯოვანი ესპოზიტო (იტალია)

გოგონები

40 კგ

1 შაშანა ჰაჯიევა (აზერბაიჯანი)

2 ლიდია მარინი (რუმინეთი)

3 ლენა გრულიჩი (გერმანია)

3 ვასილიკი კოური (კვიპროსი)

44 კგ

1 დარია ბილოდიდი (უკრაინა)

2 იულია ოგარკოვა (რუსეთი)

3 მიშელა ფიორინი (იტალია)

3 ლუის პეტიტი (ბელგია)

48 კგ

1 მარუსა სტანგარი (სლოვენია)

2 ნადეჟდა პეტროვიჩი (სერბეთი)

3 ანე მოსდიე (საფრანგეთი)

3 ხორიენ ვისერი (ჰოლანდია)

52 კგ

1 მზია ბებოშვილი (საქართველო)

2 ლისა დენგი (ავსტრია)

3 მარგარიტა შრაინერი (რუსეთი)

3 ტიჰეა ტოპოლოვეცი (ხორვატია)

5 ნინო მგელაძე (საქართველო)

ლუკა ქარსალაძე

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111693
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X