სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჩოგბურთი

17:24 | 13.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი: “გრუნტის სეზონისთვის სათანადოდ მოვემზადე”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის ოთხგზის ფინალისტი როჯერ ფედერერი გრიმალდების საგრაფოს მორიგ საჩოგბურთო ტურნირზე პირველ მეტოქეს ჟერემი შარდისა და დიეგო შვარცმანის მატჩის შემდეგ შეიტყობს. 34 წლის შვეიცარიელმა მონტე კარლოში სამჯერ გადამწყვეტი მატჩი რაფა ნადალთან დათმო, შარშან კი ფანალური პაექრობა თანამემამულე სტენ ვავრინკასთან დათმო. ფედერერთან ინტერვიუმდე მოგახსენებთ, რომ მონტე კარლოს ტურნირი პირველად 1897 წელს ჩატარდა, ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული კი რაფას ნადალს მოუპოვებია - მალიორკელი რვაჯერ (მიჯრით 2005-12 წლებში) იმარჯვებდა.

- შარშან გადამწყვეტი პაექრობა ვავრინკასთან დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ დათმეთ...

- არადა, მოგებასთან ახლოს ვიყავი. პირველი სეტის წარმატებით დასრულების შემდეგ მეორეშიც მიზანთან ახლოს გახლდით, მაგრამ საბოლოოდ სამპარტიანი ფინალი წავაგე. სტენმა კარგად ითამაშა, მე კი დასკვნით სეტში დაღლა დამეტყო. ვავრინკასთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატება გახლდათ, ამიტომაც ტურნირის საბოლოო შედეგით უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ.

- მონტე კარლოს შეჯიბრების მორიგ სტარტს მზადყოფნაში ხვდებით?

- ფიზიკური მდგომარეობითა და სათამაშო ფორმით კმაყოფილი ვარ. ბოლო 2 კვირა კარგად ვიმუშავე. ამასთან, მონტე კარლოში ხუთშაბათიდან ვარ და ცენტრალურ კორტზე წავარჯიშებაც მოვასწარი. ვფიქრობ, გრუნტის სეზონისთვის სათანადოდ მოვემზადე.

- თქვენ უახლოეს გეგმებს ხომ ვერ გაგვაცნობთ?

- შარშანდელისგან განსხვავებით, წლეულს საწვრთნელ პროცესს ბლოკებად ვატარებ და დასვენებისთვისაც ვიტოვებ დროს. მომდევნო სავარჯიშო შეკრებას შვეიცარიაში, მონტე კარლოს შეჯიბრების დასრულების შემდეგ გავმართავ. ასევე მოვიქცევი მადრიდის ტურნირის მერე. ვფიქრობ, ამგვარი მიდგომით “როლან გაროსზეც” კარგად გამოვალ და უიმბლდონზეც.

- პირველ მეტოქედ ვის ისურვებდით?

- მონტე კარლოში ყოველთვის რთული საასპარეზო ბადეა. ყურადღებით დავაკვირდები შარდისა და შვარცმანის მატჩს. სასტარტო შეხვედრაშიც ტაქტიკას მოწინააღმდეგის სათამაშო სტილის მიხედვით შევიმუშავებ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.10975
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X