ფეხბურთი

15:42 | 12.09.2013 | ნანახია 939 - ჯერ

ხუანფრანმა “ატლეტიკოსთან” გაახანგრძლივა

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა ხუანფრანმა კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა. მადრიდული კლუბის ოფიციალური საიტი 28 წლის ესპანელთან მოლაპარაკებას ადასტურებს.

“უპირველესად, კლუბსა და გულშემატკივრებს მინდა მადლობა ვუთხრა. ვამაყობ, რომ “ატლეტიკოს” მაისურით ვთამაშობ და მომავალშიც ასე გაგრძელდება”, - განაცხადა ხუანფრანმა.

ცნობისათვის, ესპანელი “ატლეტიკოს” 2011 წელს შეუერთდა. მან მადრიდელთა მაისურით უკვე 111 მატჩი ჩაატარა.

 


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070141
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
939