“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტ ხორდი როურას განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში“მილანთან” განცდილი მარცხი მასპინძელთა უშეცდომო თამაშმა გამოიწვია, მაგრამ ორბურთიანი სხვაობით კატალონელებს მაინც არ უნდა წაეგოთ.
“ყველამ დაინახა, რომ ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. მართალია, სრულყოფილებისგან შორს ვიყავით, მაგრამ ასეთი ანგარიშით წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით. 0:2 – ეს მეტისმეტია. მეტოქემ რამდენიმე მომენტი შექმნა და რეალიზებაც შეძლო, რითაც სერიოზული ამოცანის წინაშე დაგვაყენა. ჯერ კიდევ მატჩამდე ვთქვი, რომ “ჯუზეპე მეაცაზე” თამაში ძალიან ძნელია. “მილანი” თავს მშვენივრად იცავდა. ეს გუნდი საოცრად ორგანიზებული დაცვითი თამაშით გამოირჩევა და ამჯერად ამ ბარიერის დაძლევა ვერაფრით მოვახერხეთ. პირველმა გაშვებულმა გოლმა სიმართლე გითხრათ, ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემს ბიჭებზე. წინ კიდევ ერთი შეხვედრაა და ის აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და გულშემატკივრების და არავის ეჭვი არ გვეპარება, რომ ბრძოლას საჩვენოდ შევატრიალებთ” – ციტირებს როურას მატჩისშემდგომ კომენტარს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.