გერმანული “ვოლსფბურგის” აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ შუსლერმა დაადასტურა, რომ მიუნხენის “ბაიერნს” 26 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის, ლუის გუსტავოს შეძენის თაობაზე მიმართა.
“ამ თემაზე “ბაიერნთან” კონტაქტი გვქონდა და საკუთარი ინტერესი დავადასტურეთ. გვინდა, რომ ყველაფერი კორექტულად იყოს”, – იუწყება შუსლერის სიტყვებს გამოცემა Bild-ი.
განვლილ სეზონში ლუის გუსტავომ გერმანიის ბუნდესლიგაში 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გარდა, ერთი საგოლე პასი მიითვალა.