ფეხბურთი

0:30 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი ისევ ტრავმირებულია

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი გუნდს ნაკრებიდან ტრავმირებული დაუბრუნდა.

ბოლო დროს, ვიდალს ტრავმები ხშირად ტანჯავს. რამდენიმე დღის წინათ, სამხრეთ ამერიკელმა ნახევარმცველმა სანაკრებო თამაში სრულად ჩაატარა და განაცხადა, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. თუმცა, როგორც ირკვევა, მას კუნთის ტრავმამ თავი კვლავ შეახსენა.

ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება ვიდალის გამოჯანმრთელებას.

0.114345