ფეხბურთი

15:54 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: “ჩემი უახლოესი მიზანი და ოცნება დონეცკის “შახტარია”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი დონეცკის “შახტართან”ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს. ამის შესახებ მან ინტერნეტპორტალ terrikon.com-თან ინტერვიუში განაცხადა.

- “ოქრიაშვილი ქართველი ნახევარმცველი-უნივერსალი, ფეთქებადი, სწრაფი, ტექნიკური” – ეს ოქრიაშვილის დახასიათებაა ერთ-ერთ უცხოურ სატრანსფერო ვებგვერდზე. ამ დახასიათებას პირადად რას დაამატებდით?

 -ამის გარდა, მეტოქისთვის ბურთის ართმევა და შეტევების დაწყება მომწონს.

- ინტერნტეში მითითებულია, რომ რუსთავში დაიბადე, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ქალაქია. რამდენიმე სიტყვით მშობლიურ ქალაქს როგორ აღწერ?

- სინამდვილეში თბილისში დავიბადე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და თბილი ქალაქია.

-როგორი ბავშვობა გქონდა და ფეხბურთის თამაში როდის დაიწყე?

-ალბათ, როგორც ყველა ქართველი ბავშვი სიარულზე ადრე ბურთს დავდევდი, ხოხვით. 6 წლის ასაკში მამამ გრიგოლ ცაავას საფეხბურთო სკოლაში მიმიყვანა. ჩემი პირველი მწვრთნელი მამუკა ფანცულაია იყო. ის, 80-იანი წლების მიწურულს, თბილისის “დინამოს” ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ.  

- საიდუმლო თუ არაა, რომელ დიდ ქართველ ფეხბურთელს გსურთ დაემსგავსოთ?

 -ჩემი კერპი იყო და ასეთად რჩება გიორგი ქინქლაძე.

- საქართველოს ჩემპიონატში თქვენმა თამაშმა თავის დროზე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” , ბელგიის “ანდერლეხტის”, ჰოლანდიის, თურქეთისა და გერმანიის კლუბების ყურადღება მიიპყრო. თუმცა, დონეცკის “შახტარი” აირჩიეთ. რატომ?

-შესაძლოა, “მეტალისტშიც” მოვხვედრილიყავი. გუნდის მთავარ მწვრთნელს მირონ მარკევიჩს ვესაუბრე კიდეც. იმ მომენტში ცალი ფეხით “ზენიტში” ვიყავი, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად ავსტრიული შეკრებიდან დონეცკში გავემგზავრე. როგორც შემდეგ გავიგე, “შახტარის” პრეზიდენტმა ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო. ამბობენ, რამდენიმე წუთში. მეც შეთავაზებას მაშინვე დავთანმხდი. ეს ხომ “შახტარია”.

- ორი წლის განმავლობაში მარიუპოლის “ილიჩივეცში” იჯარით ყოფნისას 60 მატჩი ჩაატარე და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდი. შენთვის ეს გამოცდილება რას ნიშნავს?

- პირველ ყოვლისა, დიდ ფეხბურთში ორ “ნათლიმამას” – ვალერი იარემჩენკოსა და ნიკოლაი პავლოვს. მათ ბევრი რამ მასწავლეს. მათი და გუნდის დამსახურებაა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი გავხდი.

- ბოლო პერიოდში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლა პავლოვმა და “ილიჩივეცის” პრეზიდენტმა ვლადიმირ ბოიკომ არაერთხელ გაგაკრიტიკეს. რა ისტორიაა ნაკრებიდან დაბრუნების შესახება და ამდენი ხანი რატომ არ თამაშობდი?

- “ილიჩივეცის” ხელმძღვანელობას, კლუბის მთელ პერსონალსა და გუნდს მსურს მადლობა ვუთხრა. ვაფასებ ყველაფერს რაც მათ ჩემთვის გააკეთეს. რაც შეეხება ნაკრებში ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგვიანებას, პასუხისმგებლობას არ ვიხსნი, მაგრამ მას ნაკრების მენეჯერებთან ერთად ვინაწილებ, რომლებიც პასუხს ტექნიკურ საკითხებზე აგებენ. იმიტომ არ ვთამაშობდი, რომ საფრანგეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ, მუხლი დავიზიანე და დიდი ხნის განმავლობაში მარიუპოლში ვმკურნალობდი.

- ახლა მწყობრში ხარ?

- დიახ. უკვე თვეზე მეტია ვვარჯიშობ და თავს საუცხოოდ ვგრძნობ.

- მართლა მიიჩნევ, რომ  “ილიჩივეცის” დონისთვის “გადაიზარდე”?

- ეს ნიკოლა პავლოვის სიტყვები იყო. მსგავსი რამ არასოდეს მითქვამს.

- თუმცა, ასე ფიქრობ?

- “ილიჩივეცში” ბევრი მაღალი კლასის პროფესიონალი ფეხბურთელი თამაშობს. თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გუნდი რამდენიმე ძლიერმა მოთამაშემ დატოვა და ალბათ, ზოგიერთები უახლოეს პერიოდში წავლენ. ერთი სიტყვით, გუნდისთვის მაღალი მიზნების გადაჭრა ძალიან ძნელი იქნება. მე მსურს, რომ ძლიერი ფეხბურთელების გარემოცვაში გავიზარდო, გუნდში რომელსაც ძალიან ამბიციური მიზნები აქვს როგორც ჩემპიონატში, ასევე, ვროთასებზე და ამისკენ ისწრაფვის.

- შენი მოსაზრებებიდან გამომდინარე, უკრაინაში წინააღმდეგი არ იქნებოდი “შახტარში”, “დინამოში”, “მეტალისტში” ან “დნიპროში” გეთამაშა?

- რა თქმა უნდა. ჩემი უახლოესი მიზანი და ოცნება დონეცკის “შახტარია”. ძალიან მინდა შანსი მივიღო და ლუჩესკუს დავუმტკიცო, რომ გუნდის გაძლიერება და მეკარის გარდა, ნებისმიერ პოზიციაზე კონკურენციის გაწევა შემიძლია, თუ ასეთ შანსს მომცემენ, დავამტკიცებ.

-თუ ასეთ შანსს არ მიიღებ ან მას ვერ გამოიყენებ, კარიერის გაგრძელება რომელ კლუბში გსურს?

-სხვათა შორის, “ჩერნომორეცის” ხსენება დაგავიწყდათ. ამ გუნდის მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები ფეხბურთი ძალიან მომწონს. ნახევარი წლის წინ, “ჩერნომორეცში” გადასვლის რეალური შანსი მქონდა, მაგრამ “შახტარის” ხელმძღვანელობამ და ნიკოლაი პავლოვმა კიდევ 6 თვე “ილიჩივეცში” თამაში მთხოვეს.

- ყოველივედან გამომდინარე, ახლა იქ მოხვედრაში ხელს არაფერი შეგიშლის...

- ამისთვის სამი პირობა არსებობს: თუ ლუჩესკუ შანსს არ მომცემს, თუ “ჩერნომორეცი” დაინტერესდება და თუ “შახტარი” ნებას დამრთავს.

- საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთთან და საფრანგეთთან საუცხოოდ ითამაშე, ხოლო ბელარუსთან გოლი გაიტანე. ძალიან ლამაზი გოლი იყო, მაგრამ ერთადერთი შესარჩევ ციკლში რომელიც შენს ანგარიშზეა. ნაკრებში და კლუბში ასე იშვიათად რატომ გაგაქვს?

- პირველ ყოვლისა, თავდამსხმელი არ ვარ. მეორეც კარიერაში ეროვნულ ნაკრებში ეს ჩემს მიერ ჩატარებული პირველი თამაშები იყო. ამასთანავე, მე ესპანეთის ნაკრებში ან “ბარსელონაში” არ ვთამაშობ, რომლებიც სათამაშო დროის 60-70 პროცენტს შეტევაში ატარებენ. უფრო ხშირად ბურთის ართმევა და შეტევების სიღრმიდან დაწყება მიწევს. თუმცა, საგოლე მომენტები პრაქტიკულად ყველა თამაშში მაქვს და ვცდილობ რაც შეიძლება მეტი გავიტანო.

- ოქრიაშვილი - თარგამაძის ტანდემს უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულად მიიჩნევენ. დავითს მოედანზე როგორ ეწყობი?

- დავითი ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი ფეხბურთელია. მოედანზე ერთმანეთს მართლაც არცთუ ცუდად ვუგებთ. თუმცა, სხვა და სხვა მიზეზების გამო, ერთად არც ისე ხშირად ვითამაშეთ.

- დასამახსოვრებელია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მატჩის წინ, როდესაც ფეხბურთელები სამსაჯო ბრიგადას ესალმებოდნენ, მთავარი არბიტრის ასისტენტ ნატალია რაჩინსკაიას რომ მიუახლოვდი, ხელი კი არ ჩამოართვი, არამედ ხელზე აკოცე. ეს რამ გაიძულათ? ეს ნამდვილი ქართველის გალანტური საქციელია?

- დიახ, ეს ჩვენ სისხლში გვაქვს.

- რომელ ტოპ-კლუბსა და ტოპ-ჩემპიონატში თამაშზე ოცნებობ?

- ჩემი ოცნებაა, რომ დონეცკის “შახტარში” ვითამაშო და მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში მოვიგო. ისე კი, ღმერთმა იცის რა მოხდება.

0.12902