კალათბურთი

18:10 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუპერთასს ახალი მფლობელი ეყოლება

31 მაისს, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის გათამაშებით დასრულდება საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონი. მთავარი პრიზისთვის საქართველოს ჩემპიონი “დინამო” და თასის მფლობელი “ქუთაისი-2010” იბრძოლებენ.

კვლავ სათუოა ქუთათურთა ერთ-ერთი ლიდერის, უკანახაზელ გიორგი ცეკვავას თამაში, რომელსაც საზარდულის ტრავმა აქვს და მკურნალობს. რაც შეეხება “დინამოს”, ჩემპიონი სრული შემადგენლობით ითამაშებს.

შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე დაიწყება.

სუპერთასი მეცხრედ გათამაშდება. აქამდე იგი ორჯერ მხოლოდ “არმიას” აქვს მოგებული, “არმიას” გარდა სუპერთასი მოუპოვებიათ თსუს, “ნიკორას”, “აზოტს”, “ენერჯი ინვესტს”, “თბილავიამშენს”, სსაუს და “ოლიმპს”. შეიძლება, ითქვას, რომ სუპერთასი რუსთავსაც ორჯერ აქვს აღებული, რომელიც ჯერ “აზოტის”, შემდეგ კი “ენერჯი ინვესტის” სახელით მოიგო. რადგან “დინამო” და “ქუთაისი-2010” ფინალში პირველად თამაშობენ, მათგან ერთ-ერთი სუპერთასის ახალი მფლობელი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11737