ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მისი შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურდა, მაგრამ მილანის “ინტერმა” ტრანსფერზე უარი განაცხადა.
“ზაფხულში, “მანჩესტერი” ჩემს სანაცვლოდ “ინტერს” 20 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ მილანელებმა უარი თქვეს. “მანჩესტერში” გადასვლა ძალიან მინდოდა, “ინტერმა” კი, ყველაფერი ჩაშალა. ამის შემდეგ, “ნერაძურიმ” ხელფასის შემცირება შემომთავაზა და უარი ვუთხარი. ამიტომაც იყო, 3 თვით სათადარიგოთა სკამზე რომ გადამსვეს”, - ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ იანვარში, სნეიდერი თურქულ “გალათასარაის” შეუერთდა. მისი ტრანსფერი 6.6 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასდა. სნეიდერმა თურქეთის ჩემპიონატში 3 მატჩი უკვე ჩაატარა.