მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერის, ბასტიან შვაინშტაიგერის “ჰანოვერთან” თამაში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
შვაინშტაიგერმა ტრავმა 27 აგვისტოს, “ფრაიბურგთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც, მან ევროპის სუპერთასზე ვერ ითამაშა. “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 29 წლის ნახევარმცველმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, მაგრამ “ჰანოვერთან” მისი თამაში მაინც საეჭვოა.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация