ჩოგბურთი

1:38 | 8.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ ფინალში ვერ გააღწია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ იტალიის ქალაქ ბრეშიაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე თამაში ნახევარფინალში დაასრულა.

სოფომ აპენინებზე სამ მეტოქეს სძლია, ფინალში გასასვლელ შეხვედრაში კი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ვიკტორია გოლუბიცთან 3:6, 3:6 დამარცხდა.

ცნობისთვის, შაფათავას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 212 ქულით 255-ე ადგილი უკავია, ბრეშიას ტურნირის ნახევარფინალში გასვლით კი 24 ქულა გამოიმუშავა.

0.121258