კალათბურთი

23:00 | 8.09.2013 | ნანახია 0 - ჯერ

საფრანგეთმა უკრაინა შეაჩერა

იტალია წარმატებულ სვლას განაგრძობს


 

საკალათბურთო ევროპირველობაზე მეოთხე ტურის მორიგი მატჩები გაიმართა. საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და ჯგუფში გალიდერდა. იტალიის ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, სერბეთი კი დროებით ჯგუფში გალიდერდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “სან ანტონიოს” კალათბურთელები _ ტონი პარკერი და მარკო ბელინელი თავიანთ მატჩებში საუკეთესოები იყვნენ. 

A ჯგუფი

უკრაინა _ საფრანგეთი 71:77 (16:14, 20:21, 15:16, 20:26)

უკრაინის ნაკრები ამ მატჩამდე უდანაკარგოდ ასპარეზობდა, თუმცა საფრანგეთის ნაკრების კლასმა და გამოცდილებამ თავი მაინც იჩინა. მაიკ ფრატელოს შეგირდებმა ფრანგებს უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს. პირველი ტაიმი უკრაინელებმა ქულის სხვაობით მოიგეს, მესამე მეოთხედის ბოლოს კი ანგარიში საყაიმო გახლდათ _ 51:51. გადამწყვეტ მეოთხედში ფრანგებმა ტონი პარკერის ლიდერობით მატჩში გარდატეხა შეიტანეს და უკრაინელებს პირველი მარცხი აგემეს. “სან ანტონიოს” კალათბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე აღმოჩნდა, მის ანგარიშზე 28 ქულაა.   

უკრაინა: იეტერი (29წ. 20ქ. 6მ. 2პ), გლადირი (30წ. 9ქ. 4მ. 1პ), ნატიაჟკო (28წ. 6ქ. 10მ. 1პ) 

საფრანგეთი: პარკერი (33წ. 28ქ. 2მ. 2პ), დიავუ (28წ. 15ქ. 3მ. 1პ), გელაბალე (30წ. 10ქქ. 5მ. 1პ)

 

B ჯგუფი

სერბეთი _ ლატვია 80:71 (28:15, 10:13, 20:25, 22:18)

წინა ტურში მაკედონიასთან უსახურად ჩატარებული მატჩის შემდეგ დუშან ივკოვიჩის გუნდმა რეაბილიტაცია ლატვიასთან მოახდინა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბალკანელებმა პირველი მეოთხედი 13-ქულიანი უპირატესობით მოიგეს და როგორც აღმოჩნდა, მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. ლატვიის გუნდმა მეორე და მესამე მეოთხედებში ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა. ბოლო გადამწყვეტ მეოთხედში კი ბალტიისპირელებს ძალა აღარ ეყოთ და საბოლოო ჯამში 9-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ. ორივე გუნდის შემადგენლობიდან 25 ქულით საუკეთესო ნენად კრსტიჩი აღმოჩნდა. კასპარ ბერზინსს კი ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა.   

სერბეთი: კრსტიჩი (34წ. 25ქ. 5მ. 2პ), ბიელიცა (16წ. 11ქ. 5მ. 2პ), კატიჩი (20. 11ქ. 4მ. 1პ) 

ლატვია: იანიცენოკსი (32წ. 18ქ. 2მ. 1პ), ბერტანსი (26წ. 14ქ. 2მ. 2პ), ბერზინსი (28წ. 9ქ. 9მ)

 

D ჯგუფი

საბერძნეთი _ იტალია 72:81 (16:16, 22:20, 18:27, 16:18)

D ჯგუფში ლიდერთა ბრძოლა გაიმართა. ამ მატჩამდე ორივე გუნდი 3-3 მოგებით მივიდა, წარმატებული სვლა კი იტალიის ნაკრებმა გააგრძელა. იტალიამ დაამტკიცა, რომ ევროპირველობაზე მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას. სიმონე პიანიჯიანის შეგირდებმა მართალია პირველი ნახევარი 2 ქულით დათმეს, თუმცა შესვენების შემდეგ უკეთ გამოიყურებოდნენ და ბოლო მეოთხედის თავზე 7 ქულით გავიდნენ წინ. საბერძნეთის ნაკრებმა გადამწყვეტ მეოთხედში იტალიის გატეხვა ვერ მოახერხა და პირველი მარცხიც განიცადა. გამარჯვებულებს “სან ანტონიოს” კალათბურთელმა მარკო ბელინელიმ ულიდერა, მის ანგარიშზე 23 ქულაა.   

საბერძნეთი: ზისისი (29წ. 16ქ. 3მ. 4პ), პერპენოღლუ (19წ. 12ქ. 2მ. 2პ), პაპანიკოლაუ (29წ. 11ქ. 3მ) 

იტალია: ბელინელი (35წ. 23ქ. 7მ. 3პ), დატომე (37წ. 19ქ. 4მ), ჯენტილე (23წ. 16ქ. 1პ) 

 

გიორგი ბალახაძე

 

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


 


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.079448
სარეკლამო ადგილი - 99
X x X