ინგლისური “ლივერპულის” ფორვარდი ლუის სუარესი მომდევნო სეზონსაც “ენფილდზე” გაატაებს. მერსისაიდელთა თავკაცმა ბრენდან როჯერსმა The Guardian-თან საუბარში განაცხადა, რომ ურუგვაელის ტრანსფერი ამ ეტაპზე თითქმის გამორიცხულია.
“ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, კლუბები სუარესის ტრანსფერის თაობაზე კიდევ უფრო გააქტიურდებიან, მაგრამ ურუგვაელის გაყიდვის შანსი თითქმის არ არსებობს. ჩვენი მხრივ, 1-2 მაღალი დონის ფეხბურთელი უნდა შევიძინოთ. თუკი ბოლო დღეებში სუარესს დავკარგავთ, ღირსეული შემცვლელის მოძებნას მოვასწრებთ”, - განაცხადა როჯერსმა.
რამდენადაც ცნობილია, სუარესის ყიდვა მადრიდის “რეალს” სურს.