შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ მადრიდის “რეალთან” უპრინციპულესი დაპირისპირება გამოტოვოს. კატალონიური პრესის ცნობით, ესპანელი “მილანთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში (1:1) დაშავდა.
იტალიელებთან მატჩის შემდეგ, პიკემ მარცხენა ფეხის ტკივილი იგრძნო. კატალონიელი ექიმების თქმით, მცველს მუხლის მიკროტრავმა აქვს, მაგრამ დაზიანება არცთუ სერიოზულია. პიკე გუნდთან ერთად ვარჯიშს პარასკევს შეუდგება და “ელ კლასიკომდე” მხოლოდ ერთი დღე ექნება. ძნელი სათქმელია, როგორ მდგომარეობაში შეხვდება უკანახაზელი მადრიდელებთან დაპირისპირებას.
შეგახსენებთ, რომ “ელ კლასიკო” შაბათს ჩატარდება.