ფეხბურთი

20:10 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: “ზიდანმა მწვრთნელობა “რეალის” პირველ გუნდში არ უნდა დაიწყოს”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ადასტურებს, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი ფავორიტი კვლავ კარლო ანჩელოტია. რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, მას ესპანელი გამოცდილების სხვა გუნდში დაგროვებას ურჩევს.

“ჩვენ გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც კლუბს კარგად იცნობს. ანჩელოტი სწორედ ასეთია, რადგან მე მის გადმობირებას 4 წელი ვცდილობდი, მაგრამ მიზანს ვერ ვაღწევდი. თუ ის პსჟ-სთან მოლაპარაკებას მოახერხებს, ყველა ბედნიერი იქნება. არამგონია, ეს პრობლემა დიდხანს გაგრძელდეს.

ზიდანი? ნამდვილად ვიცი, რომ მას მწვრთნელობა სურს, მაგრამ ზინედინმა “რეალის” პირველი გუნდით არ უნდა დაიწყოს.” – აცხადებს პერესი EsRadio-სთან საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110617