ფეხბურთი

10:05 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პარდიუ “ნიუკასლში” რჩება

“ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ პრემიერლიგაში წარუმატებელი სტარტის მიუხედავად თანამდებობას შეინარჩუნებს.

4 ტურის შემდეგ “კაჭკაჭებს” მხოლოდ 2 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილის ბოლო საფეხურს იკავებენ. მეოთხე ტურში, “საუთჰემპტონთან” განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ რამდენიმე ბრიტანულმა გამოცემამ პარდიუს შესაძლო დათხოვნაზე ჩამოაგდო სიტყვა, მაგრამ უკვე გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ კლუბის პრეზიდენტი მაიკ ეშლი მწვრთნელს სრულ ნდობას უცხადებს.

ალან პარდიუ “ნიუკასლში” მეხუთე სეზონს ატარებს.

 

ვასილ მშვილდაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117463