26 წლის ფრანგი შემტევი დიმიტრი პაიე კარიერას “მარსელში” განაგრძობს. მართალია, ფეხბურთელს ჯერ სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია და შესაბამისად, კონტრაქტიც არ გაუფორმებია, მაგრამ “მარსელმა” შეთანხმება დაადასტურა და პაიემაც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.
დიმიტრი პაიე, აქამდე, “ლილში” თამაშობდა, რომელშიც ის 2011 წელს გადავიდა. აწ უკვე ყოფილი გუნდის რიგებში ჩატარებულ 94 თამაშში პაიემ 19 გოლი გაიტანა და 27 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.