ჭადრაკი

16:20 | 14.01.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ორი ქართველი ტალინში

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გრძელდება პაულ კერესის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ღირსებას აკაკი შალამბერიძე (2372) და ვარლამ ვეფხვიშვილი (2185) იცავენ.

6 ტურის თავზე შალამბერიძეს 4.5 ქულა გააჩნია და მე-7 ადგილზე იმყოფება, ხოლო ვეფხვიშვილს 3.0 ქულით 34-ე პოზიცია უკავია.

5.0-5.0 ქულით ტურნირის სათავეში რუსები – არტიომ სმირნოვი (2418) და ალექსანდრ დანინი (2602) იმყოფებიან.

9 ტურად მიმდინარე შეჯიბრის მე-7 ტურში შალამბერიძე თეთრი ფიგურებით ვასილი იემელინს (რუსეთი, 2558) ეთამაშება, ხოლო ვეფხვიშვილი ჰენრიკ ჰაავამაეს (ესტონეთი, 2017) გაეჯიბრება.

ტურნირის გამარჯვებული ორ ათას ევროს მიიღებს.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.074789