ფეხბურთი

16:42 | 24.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ ლონდონი დაადასტურა

 

ჯერ კიდევ მადრიდის “რეალის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ესპანურ პრესასთან საუბარში დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან, ლონდონში დაბრუნდება. პორტუგალიელს კლუბი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ალბათ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მან “ჩელსი” იგულისხმა.

“ლონდონში მივდივარ, რადგან იქ ვარ საჭირო. ესპანეთში არ მწყალობენ. საკმარისია, ერთი გაზეთი მაინც გადაშალოთ, რომ მაშინვე მიხვდებით – აქ არავის ვუნდივარ. რაც შეეხება ანჩელოტის, იტალიელი ბრწყინვალე ადამიანი და სპეციალისტია”, - განუცხადა მოურინიომ Football Espana-ს.

შეგახსენებისთვის, “რეალმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს, მოურინიო “სამეფო კლუბს” დაემშვიდობება.

0.11656