კალათბურთი

1:09 | 14.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონტეპასკი” სიენაში საყაიმო ანგარიშით ბრუნდება

მე-3 მეოთხედის შუაწელს ვიქტორ სანიკიძის ორქულიანის და ზედაც ბონუს-საჯარიმოს წყალობით, “მონტეპასკი” “ასეა რომასთან” გასვლით მატჩში 12 ქულის სხვაობით დაწინაურდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-2 მატჩი 62:67 დათმო.

ქართველი ფორვარდი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 14 წუთში 3 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 2-დან 1 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

სიენელთა მარცხის ძირითადი მიზეზი ამერიკელი ბობი ბრაუნის არადამაჯერებელი გარჯა გახდა, რომელმაც თამაშიდან 15-დან 3 ტყორცნა გამოიყენა და 38 წუთში 8 ქულას დასჯერდა. ამ ფონზე, სიენელთა რიგებში საუკეთესო ავსტრიელი ბენჯამინ ორტნერი გახლდათ, რომელმაც 19 ქულას 8 მოხსნა წაამატა.

ფინალურ სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, თუმცა, “მონტეპასკი” მაინც უკეთეს მდგომარეობაშია, რადგანაც მეტოქისთვის მოედნის უპირატესობის წართმევა მოახერხა. სერიის მომდევნო 2 მატჩი 15 და 17 ივნისს სიენაში შედგება, საჩემპიონოდ კი 4 შეხვედრის მოგებაა საჭირო.

0.113697