საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო, მე-7 ტურში, "დინამოს" ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელის, ქიენ კარტერის (30.04.88, 204სმ) თამაში სათუოა.
ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს" "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.
"კარტერს კოჭის მყესები აქვს დაჭიმული და თამაშზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ვარჯიშს როდის დაიწყებს, ისიც კი არ ვიცით", - გვითხრა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ კარტერმა კოჭი მიმდინარე ჩემპიონატის მე-6 ტურში "შსს აკადემიასთან" მატჩის პირველი მეოთხედის ბოლოს გადაიბრუნა და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
მე-7 ტურში "დინამოს" მეტოქე ქვეყნის ექს-ჩემპიონი "არმია" იქნება. აღნიშნული გუნდები დაუმარცხებლად თამაშობენ.