ფეხბურთი

18:52 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი: “მანჩესტერი” სწორად მოიქცა, როცა არჩევანი ჩემზე შეაჩერა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი მიიჩნევს, რომ არჩევანის მასზე შეჩერების დროს, კლუბის ხელმძღვანელობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

გასულ ზაფხულში, მოიესმა სერ ალექს ფერგიუსონი ჩაანაცვლა. მიმდინარე სეზონში, “წითელ ეშმაკებს” ძალიან ცუდი შედეგები აქვს. გუნდი, პრემიერლიგაში, მე-12 პოზიციას იკავებს. მიუხედავად ამისა, მოიესი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

“ამ ეტაპზე, კონცენტრირება პრემიერლიგაზე უნდა გავაკეთოთ და დადებითი შედეგები ვაჩვენოთ. გუნდში კარგი ფეხბურთელები გვყავს, რომლებლაც გარკვეული სტანდარტები დაადგინეს. ამიტომ, ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ.

ვიცოდი, რომ წინ რთული დრო მელოდა. სეზონის ბოლომდე ბევრი მატჩია და ნახავთ, რომ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. შევეცდებით, ზედა ნაწილში რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდეთ.

რაც შემეხება მე, მეფიქრობ, რომ “მანჩესტერი” სწორად მოიქცა, როდესაც არჩევანი ჩემზე შეაჩება. გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირი ალექს ფერგიუსონი იყო.” – ციტირებს მოიესის სიტყვებს BBC.

0.117882