ლიონელ მესი Facebook-ის საკუთარი გვერდის საშუალებით აცხადებს, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდობა არავის იზიდავს, მაგრამ ზოგჯერს გუნდისთვის ასეა საჭირო.
“სოსიედადთან” გამართული მატჩის (4:1) მიწურულს, ხერარდო მარტინომ მესი ახალგაზრდა სერხი რობერტოთი შეცვალა. მოედნიდან გამოსვლის შემდეგ, არგენტინელმა ვარსკვლავმა თანამემამულე მწვრთნელს გვერდი უსიტყვოდ ჩაუარა, რამაც წარმოშვა ვარაუდი, თითქოს მესი მარტინოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო.
“ჩემი შეცვლის დროს, მარტინოს მისამართით არანაირი ჟესტი არ გამიკეთებია. არავის მოსწონს, როდესაც ცვლიან, მაგრამ უნდა მოვითმინოთ, რადგან ჩვენი გუნდისთვის ასე უკეთესია.
მიუღებელია მხოლოდ ის, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი ჩემზე ტყუილს იგონებს და შემდეგ ავრცელებს მას.”