იურგენ კლოპის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ჩაბარებაზე უარი “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამაც განაცხადა.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ “მანჩესტერმა” დევიდ მოიესი დაითხოვა. შოტლანდიელი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელთა შორის იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა დასახელდნენ. “წითელი ეშმაკების” ჩაბარება პირველმა გერმანელმა სპეციალისტმა უარყო, კატალონიელმა კი, ამ საკითხზე საუბრისას შემდეგი განაცხადა:
“ბაიერნთან” 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ვგრძნობ, რომ პროგრესირება კიდევ შეგვიძლია. კატალონიური კულტურა გერმანულში გავცვალე, რაც ადვილი არ იყო. დრო მჭირდება, აქ სამუშაო კიდევ მაქვს. მიუნხენში თავს კომფორტულად ვგრძნობ და ხალხი ჩემს შრომას აფასებს. აქ დარჩენა მინდა.” – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერი” გვარდიოლას მიმართ ინტერესს პირველად არ იჩენს. ბოლო წლებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “წითელი ეშმაკები” სერ ალექს ფერგიუსონის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ესპანელ სპეციალისტს განიხილავდნენ.