მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ერიკ ტოჰირს კლუბისთვის საუკეთესო პრეზიდენტად მიიჩნევს.
“ჩემს სამუშაო ადგილზე დღეში 10-12 საათს ვატარებ. მადლობას ვუხდი მოურინიოს, რომელმაც “ინტერში” მუშაობისთვის იდეალური პირობები შექმნა.
ტოჰირთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის იდეალური პრეზიდენტია. ერთმანეთის კარგად გასაცნობად დრო გვქონდა, ახლა კი, ურთიერთობა უფრო და უფრო უმჯობესდება.” – ციტირებს მაცარის სიტყვებს Corriere dello Sport-ი.