ფეხბურთი

12:41 | 10.04.2014 | ნანახია 939 - ჯერ

კანს “ბაიერნი” – “რეალის” ნახევარფინალი სურს

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა კაპიტანმა ოლივერ კანმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას უთხრა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომავალ ნახევარფინალში ბავარიული კლუბის მეტოქედ მადრიდის “რეალი” სურს.

“ლონდონის “ჩელსი” ძალიან ძლიერი გუნდია. თან სათავეში ჟოზე მოურინიუ უდგას, რომლის გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ თამაშიც განსაკუთრებულად ძნელია. “ატლეტიკოც” სახიფათო მეტოქეა და არც მასთან შეხვედრას ვინატრებდი. ვფიქრობ, “რეალი” ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება. “ – განაცხადა ლეგენდარულმა გერმანელმა გოლკიპერმა.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066083
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
939