ფეხბურთი

20:43 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაგავა ისევ “დორტმუნდისთვის” შეუტევს

25 წლის იაპონელი შემტევი ნახევარმცველი შინჯი კაგავა “დორტმუნდში” დაბრუნდა. გერმანულმა კლუბმა აზიელი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა.

კაგავამ, რომელიც “დორტმუნდში” “მანჩესტერიდან” დაბრუნდა, გერმანელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შინჯი კაგავა “დორტმუნდში” 2010-12 წლებში თამაშობდა. გერმანული გუნდის მაისური მან 71-ჯერ მოირგო. იაპონელის აქტივში 29 გოლია.

0.126296