სხვა

19:28 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰოს 26-ე!

მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო “იმპერატორის თასის” მფლობელი 26-ედ გახდა და თანაც, ეს ნაგოიაში მიმდინარე ბაშოს დასრულებამდე 2 დღით ადრე მოახერხა.

მუნხბატ დავააჯარგალმა ივლისის სუპერტურნირზე ზედიზედ მე-13 გამარჯვება ბულგარელ ოძეკი კოტოოშუსთან იზეიმა და ვინაიდან მის უახლოეს მდევრებს – ოძეკი კისენოსატოს და რიგით მაეგაშირებს – აოიამას და კაისეის უკვე 3-3 მარცხი გააჩნიათ, ტურნირის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტა.

გრძელდება ქართველი თეიმურაზ ჯუღელის იგივე გაგამარუს წარუმატებლობა, რომელიც ნაგოიას ბაშოს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, თუმცა, უკვე ცხადია, რომ სოლიდური უკუსვლა ელის.

გაგამარუ, რომელიც ორ ცენტნერზე მეტს იწონის და ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე ბინადარია, დასავლეთის მე-9 მაეგაშირა სადანოფუჯისთან სუკუინაგეთი დამარცხდა და ეს, 2 მოგების ფონზე, მისი მე-11 მარცხი გახლდათ.

ივლისის სუპერტურნირის ბოლოსწინა დღეს ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა დაიდოს შეერკინება, რომლის საქმეც საერთოდაც “შავადაა”. ტოკიოელი სუმოისტს ცამეტივე ბრძოლა წაგებული აქვს, ჯუღელი კი მას ურთიერთშეხვედრებში 3:1-ზე ამარცხებს.

 ნაგოიას ბაშოს მე-13 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=LFqb2YaUCZU&feature=player_embedded

0.115954