ფეხბურთი

10:42 | 28.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გომისი “სუონსიში” გადავიდა

უელსური “სუონსი” “ლიონის” ყოფილი ფორვარდით – ბაფეტიმბი გომისით გაძლიერდა. ამ ინფორმაციას უელსელები ოფიციალურად ადასტურებენ.

“სუონსიმ” გომისი ხელში უსასყიდლოდ ჩაიგდო – ფრანგი თავისუფალი აგენტი გახლდათ. 28 წლის თავდამსხმელმა ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ გომისი “ლიონის” ღირსებას უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში იცავდა. უკანასკნელ სეზონში, გომისმა საფრანგეთის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა და 14 გოლის ავტორი გახდა.

 

0.11622