საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი ნიკა გელაშვილი მოედანს დაუბრუნდა.
აგდამის “ყარაბაღის” ქართველი ლეგიონერი თურქეთში შეკრებაზე დაშავდა და 22-ე ტურამდე აზერბაიჯანის პრემიერლიგაში არ უთამაშია.
“რევანთან” სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (2:0) გელაშვილი მოედანზე მეორე ტაიმის შუაწელში გავიდა და ჯაბა დვალი შეცვალა, რომელიც სასტარტოში იყო.
ამ გამარჯვების შემდეგ, “ყარაბაღი” გათამაშებას 45 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ “გაბალას” 4 ქულით ასწრებს.