ფეხბურთი

0:20 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ყაველაშვილის პროგრამის პრეზენტაცია

 

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში თეატრში მიხეილ ყაველაშვილის ფეხბურთის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე ბევრი ცნობადი სახე მოვიდა, დარბაზში დაახლოებით 100 კაცამდე იყო და გარდა ამისა, დერეფანშიც ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. დამსწრეთა შორის იყვნენ ვეტერანი ფეხბურთელებიც, რომლებიც ყაველაშვილთან ერთად თამაშობდნენ – მაგალითად, გიორგი ქინქლაძე, გოგა გახოკიძე, ირაკლი ზოიძე და სხვები.

მოძრაობა “ჩვენი ფეხბურთის” დამფუძნებელმა ყაველაშვილმა წარმოადგინა გეგმა, სახელად “ტალანტების ფაბრიკა”. მან შესავალ სიტყვაში ისაუბრა დავით ყიფიანზე და თქვა, რომ მისთვის ფეხბურთის ცნება სწორედ ყიფიანთან ასოცირდებოდა.

ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ 20 წლის წინ თუ საქართველოში ფეხბურთელთა რაოდენობა 45000 იყო, ახლა 11537-ია, რაც კატასტროფაა. 20002 წლიდან 2012-მდე ფეხბურთელთა რაოდენობა 30 პროცენტით შემცირდა. არ არსებობს მასობრიობა და მცდარია აზრი, თითქოს უმაღლეს ლიგაში გუნდების გაზრდით გადაიჭრება მასობრიობის პრობლემა.  

მონიტორზე წარმოდგენილი იყო და თავად ყაველაშვილმაც ისაუბრა გეგმებზე, თუ როგორ აპირებს ფეხბურთის განვითარებას. ყაველაშვილის გუნდის წევრების ნაუბარიც შემოგვთავაზეს: გუბაზ დოლიძემ ბავშვთა ფეხბურთზე ისაუბრა, მამუკა მაჭავარიანმა ეროვნული ჩემპიონატზე, ხოლო გოჩა ჯამარაულმა – ეროვნულ ნაკრებზე.

 ჯამარაულმა სინანულით აღნიშნა, რომ ეროვნულ გუნდს არც შედეგი აქვს და ვერც ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებს. გაიხსენა შინ მალტასთან ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოგებული შეხვედრა:

“ოვაციები და დიდი სიხარული იყო ტრიბუნებზე, არადა, არაფერია სასიხარულო, როცა მალტას მხოლოდ ბოლო წუთზე გატანილი გოლით ამარცხებ. სამწუხაროდ, გულშემატკივარი არაა მომთხოვნი და კრიტიკული”.

დოლიძემ ილაპარაკა ბავშვთა ფეხბურთის გაუსაძლის მდგომარეობაზე, რაც არცერთ სხვა ქვეყანაში არ შეხვედრია. ცალკე უხარისხო ხელოვნურსაფარიანი მინდვრები, ცალკე გადასახადების პრობლემა, რის გამოც ბევრი ნიჭიერი ბავსვი ფეხბურთს თავს ანებებს. გამონაკლისი საფეხბურთო სკოლების გარდა, მიმზანმიმართული ვარჯიშების არქონაზე და ასე შემდეგ.

ყველას გადმოგვცეს ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელშიც ასახულია პრობლემების დიაგნოსტიკა – რასია უდიდესი პრობლემები, რაშია ნაკლებად პრობლემატური საკითხები.

იყო საუბარი უნიკალური, ინოვაციური წვრთნის მეთოდოლოგიაზე და მის ტექნოლოგიურ მხარდაჭერაზე. პოტენციური ფეხბურთელების მოზიდვის პროგრამაზე. ასევე, რაც მეტად საყურადღებოა, 300 მწვრთნელის კვალიფიკაციიის ამაღლებაზე, 20 საფეხბურთო სკოლის შექმნაზე და 4 უფასო ელიტარული აკადემიის დაარსებაზე. ეს ყველაფერი თანხებს უკავშირდება, თუმცა ყაველაშვილის თქმით, სულაც არაა ის თანხები, რომელიც აქამდე არ დახარჯულა და ქართულ ფეხბურთში.

ასევე, პროგრამის ნაწილია 7 ფეხბურთელის ასპარეზობა ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში, 25 ფეხბურთელის გამოსვლა საშუალო დონის ევროპულ ლიგებში და 2020 წლიდან ეროვნული ნაკრების დიდ საფეხბურთო ფორუმზე სისტემატური მონაწილეობა.

ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მსაჯებს ჩვენს ქვეყანაში პატივს არ სცემენ და ადამიანად არ თვლიან, როცა შვეიცარიელები, ურს მაიერი და მასიმო ბუსაკა (რომელსაც თავად იცნობს), დაფასებულნი არიან. საუბარი შეეხო 300 კვალიფიციური მსაჯის მომზადებას.

კიდევ ბევრ საკითხს შეეხნენ, თუმცა “მსოფლიო სპორტის” მეშვეობით, გუბაზ დოლიძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გოჩა ჯამარაულის ინტერვიუებში უკვე წაიკითხავდით.

 

  http://worldsport.ge/ge/page/gubaz-dolidze-qartuli-fexburtis-xsna-bavshvta-fexburtis-ganvitarebashia

http://worldsport.ge/ge/page/gocha-djamarauli-chveni-fexburti-aratu-qirurgiuli-charevis-aramed-kardinaluri-gardaqmnis-molodinshia

http://80.241.245.102/ge/page/soflis-masheneblebi 

 

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც გახლდათ მოსული.    

 

0.11961