ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, “ევერტონი” ოთხეულში მოხვედრასა და უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას გეგმავს. ამის შესახებ ლივერპულელთა ფორვარდმა კევინ მირალასმა BBC-თან ისაუბრა.
“ჩვენი მწვრთნელი და ფეხბურთელები დარწმუნებულნი არიან, რომ ოთხეულში მოხვედრა შეგვიძლია. წლეულს, “ევერტონი” იმაზე ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში იყო. თანაც, ჩვენ ახალ ფეხბურთელებში 30-40 მილიონ გირვანქა სტერლინგს არ ვიხდით”, - განაცხადა მირალასმა.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის 6 ტურის შემდეგ, “ევერტონი” მე-4 ადგილზეა.