ფეხბურთი

15:38 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე გამოირიცხა, ფოფხაძე საეჭვოა

ბიალისტოკის “იაგიელონიას” შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში ხოჟუვის “რუხის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

პოლონური პრესა “იაგიელონიას” წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ძალამიძე მოედანზე გასასვლელად ჯერ მზად არაა.

ქართველმა ფეხბურთელმა შარშან შემოდგომაზე კოჭზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, გუნდთან ერთად ვარჯიში მიმდინარე წლის იანვარში განაახლა და გასაკვირი არაა, რომ ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება.

“რუხთან” საეჭვოა ბიალისტოკელთა კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის გიორგი ფოფხაძის თამაში. ამპლუით მარცხენა მცველს მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა. 

0.11104