ესპანური Cadena Cope-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” არგენტინელი შემტევი ანხელ დი მარია ესპანეთის სუპერთასის დღევანდელ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.
საიდუმლო არაა, რომ დი მარია “რეალიდან” წასვლასთან ახლოსაა. არგენტინელს “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “პარი სენ ჟერმენს” უკავშირებენ. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, დი მარია “ატლეტიკოს” წინააღმდეგ სწორედ იმიტომ არ ითამაშებს, რომ ის უახლოეს მომავალში გუნდს ტოვებს.